პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის გუნდს უერთდება. როგორც მან „ალიას" განუცხადა, მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩერნოვეცკის საგარეო ვექტორს და ორიენტაციას.
„ბატონი ლეონიდი ამბობს, რომ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება უნდა მოხდეს ევროპული გზით... შეხვედრაზე მან თქვა, რომ 10-მილიარდიანი ბიუჯეტის პირობებშიც კი შესაძლებელია, დაიძლიოს საქართველოს სიღარიბე, თუ სწორად დაიხარჯება თანხები. ის ამბობს, რომ გაბერილია სამინისტროების რაოდენობა. ეს კარგად გასააზრებელი საკითხია", - განაცხადა დუმბაძემ.
მისი თქმით, „ბედნიერი საქართველო" იქნება ის ძალა, რომელიც ღია კონკურენციაში შევა არამარტო კოალიცია „ქართულ ოცნებასთან", არამედ არსებულ პოლიტიკურ სპექტრთან.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)