reportiori.ge - გიორგი ნიჟარაძე: სკამი არ არის მთავარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:11
სპორტი
გიორგი ნიჟარაძე: სკამი არ არის მთავარი
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 17:37


საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ „რაგბი ევროპის" პრეზიდენტ ოქტავიო მორარუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე ისაუბრა.



ნიჟარაძის განცხადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ გამოირიცხოს ყველანაირი დაპირისპირება სარაგბო ოჯახში.



პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე თვე. არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ჩემთვის აქამდე არავის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველამ დაინახოს - სკამი არ არის მთავარი. რაგბი არის ჩემზე, თქვენზე და ყველა სპორტსმენზე უფრო მეტი. იგი აქამდე მოიტანა თაობებმა წესებითა და ტრადიციებით. რაგბი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა. შეიკრიბება ყრილობა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება რაგბისთვის უკეთესი. რაგბის საშუალებით შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. უამრავი ადამიანი გამოვიდა არა გია ნიჟარაძის, არამედ ქართული რაგბის დასაცავად", - განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.

 


ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016