ბავშვი, შუახევის რაიონის სოფელ მაწყვალთიდან სამედიცინო ცენტრში მიყვანის შემდეგ, 5 საათში გარდაიცვალა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ოჯახის ექიმის მიერ წითელას დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი, თუმცა, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში, მძიმე სეფტიურ-ტოქსიური შოკით, ქუნთრუშა დაუდგინეს.
სამედიცინო ცენტრში ამავე ოჯახიდან კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი მიიყვანეს.
როგორც ნინო ნიჟარაძე აცხადეს, ბავშვები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და მათ სიცოცხლეს, საფრთხე არ ემუქრება.
"მაწყვალთის საჯარო სკოლაში ჩავატარეთ დეზინფექცია, სადაც 14 ბავშვი სწავლობს. ისინი თავს კარგად გრძნობენ. ქუნთრუშა ჰაერწვეთოვანი ბაქტერიული ბუნების ინფექციაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს", - აღნიშნა ნიჟარაძემ.