reportiori.ge - გედევან ფოფხაძე: მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივა მთლად უსამართლო არაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:32
პრეს-დაიჯესტი
გედევან ფოფხაძე: მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივა მთლად უსამართლო არაა
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 10:33

 

 

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივას უსამართლოდ არ მიიჩნევს გედევან ფოფხაძე. პარლამენტარის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მარჯვენასაჭიანი მანქანების სიმრავლე კარგი არ არის.


„თუმცა არის მეორე - უფლებრივი მხარე - ეს არის საკუთრების უფლება, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და ადამიანები მანქანაში 500 დოლარით მეტს გადაიხდიან თუ ნაკლებს, ეს ხალხისთვის სულ ერთი არ არის. როდესაც პროექტის განხილვა იქნება და გავიცნობ, მერე ჩამოვაყალიბებ ჩემს პოზიციას. ჯერ არ მინდა, რომ კატეგორიული მოსაზრებები გამოვთქვა. ამ ორ ფაქტორს შორის ბალანსი უნდა გამოინახოს. არ მინდა, არც საჯარო ინტერესი დაზარალდეს და არც იმ ადამიანების ინტერესი, რომლებსაც მარჯვენასაჭიანი მანქანები ჰყავთ. მეტსაც გეტყვით, ვისაც ასეთი ავტომანქანების შეძენა-გაფორმების პროცესი აქვთ დაწყებული, უნდა მივცეთ ამ პროცესის დასრულების საშუალება", - განაცხადა ფოფხაძემ.


წყარო: გაზეთი „ალია"


(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016