reportiori.ge - ალიკა ტალიური: 9-წლიანი ყბადაღებული პოპულიზმი უძლეველი ჯარის შესახებ ისეთივე ბლეფი აღმოჩნდა, როგორც საქართველო დემოკრატიის შუქურა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:20
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ალიკა ტალიური: 9-წლიანი ყბადაღებული პოპულიზმი უძლეველი ჯარის შესახებ ისეთივე ბლეფი აღმოჩნდა, როგორც საქართველო დემოკრატიის შუქურა!
16 ნოემბერი, 2013. 13:42

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯარისკაცები პერიოდულად  საკვებით იწამლებიან. ბოლო ასეთი შემთხვევა 12 ნოემბერს ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე დაფიქსირდა და სამედიცინო პუნქტს 61-მა ჯარისკაცმა მიმართა. წინა შემთხვევების დროს, თავდაცვის მინისტრმა მომხდარის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო. გამოითქვა ეჭვი საბოტაჟისა და დივერსიის თაობაზე. ფაქტების მოკვლევას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს.


ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლის ფაქტებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა.


ზოგადად, საკვებით მოწამვლა არ არის მხოლოდ პროდუქტის ხარისხის გამო. ეს არის მთელი მწკრივი და აუცილებელია, ჰიგიენის პირობა, ანუ ხელის გადაბანა იყოს დაცული თავად მომხმარებლის მხრიდან", - განაცხადა მან.


სამხედრო ნაწილის კვებაზე პასუხისმგებელმა ქართული კვების კომპანიამ" განცხადება გაავრცელა და ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი მზარეულის დაუდევრობას დაუკავშირა.


გამოძიების პირველადი მონაცემებით, იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. მზარეული, რომლის დაუდევრობაც იკვეთება, ქართული კვების კომპანიიდან" უკვე დათხოვნილია", - ნათქვამია განცხადებაში.


ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს „ახალგაზრდა ადვოკატები" ეხმაურებიან. როგორც ისინი აცხადებენ, ოსიაურის სამხედრო ნაწილში მომხდარ ფაქტზე, მზარეულის ბრალეულობა არ იკეთება და ამბობენ, რომ მისი უფლებების დასაცავად ყველა ფორმას მიმართავენ.


„რამდენიმე თვეა ვითხოვთ საჯარო გახდეს ის დეტალები, თუ რა მიზეზით ხდება სხვადასხვა საჯარისო ნაწილში ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევები. არაერთი წერილობითი მიმართვის შედეგად, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე „ქართული კვების კომპანიის" წარმომადგენლებთან, კითხვები უპასუხოდ რჩება. რაც შეეხება ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში მომხადრ მოწამვლის ფაქტს, არ ვეთანხმებით, რომ თითქოს ერთი მზარეულის მოხსნით პრობლემა მოგვარდა და თურმე ერთი ადამიანის დანაშაულია, რომ მან ჭუჭყიანი ხელებით მოამზადა საკვები. მზარეული აღმოჩნდა დაჩაგრული და მასზე გადატეხეს ჯოხი. თავდაცვის სამინისტროსა და „ქართული კვების კომპანიას" შორის ლოიალური დამოკიდებულება იმ მიზეზით არსებობს, რომ ირაკლი ალასანიას მეუღლის ახლო მეგობარი ეკა ხურციძე, „ქართული კვების კომპანიის" დირექტორის მოადგილეა",  - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საფუძვლიანი კვლევის ჩატარებას მოითხოვს.


„კომპანიის საქმიანობასა და, ზოგადად, კვებასთან დაკავშირებით მთლიანად სისტემა უნდა შემოწმდეს, რომ სამომავლოდ გამოირიცხოს მსგავსი ინციდენტი. ამ შემოწმების შედეგად გამოჩნდება, აქვს თუ არა რეალური საფუძველი საუბარს ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ბრძოლასა და საბოტაჟზე", - განაცხადა სესიაშვილმა.


ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მკვლევარი, ვეტარენი ალიკა ტალიური მიესალმება ახლად არჩეული პარლამენტის მიერ 2012 წელს მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე მონიტორინგის უფლება ეძლევათ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს შეიარაღებული ძალების სწორად აღმშენებლობას და განვითარებას. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ხსენებული ინიციატივა რეალურად არ ხორციელდება და ამას ჯარისკაცთა მოწამვლის ფაქტებზე ამ დრომდე არსებული ბუნდოვანი ინფორმაციებიც მოწმობს.


„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში მომხდარ მასობრივ მოწამვლასთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ მოწამვლის პირველი შემთხვევების დროს, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არ მომხდარა რაიმე განსაკუთრებული რეაგირება მარტივი მიზეზის გამო. რადგან თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულთა რაოდენობა არ აღემატებოდა 20 სამხედრო მოსამსახურეს, თუმცა, რეალური ციფრი გაცილებით დიდი იყო. ხოლო ბოლოს მომხდარმა ფაქტმა და დაზარალებულთა  დიდმა რაოდენობამ  დაადასტურა პრობლემის აშკარა სისტემატური ხასიათი.


დღეისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, იკვეთება ორი საკითხი. პირველი - მოწამვლის ფაქტი ფიქსირდება ორ დამოუკიდებელ ადგილას, ბრიგადის და სასწავლო ცენტრის დისლოკაციის ბაზებზე. თუ ისინი საკვებით მარაგდებიან ერთი და იგივე სამზარეულოდან, გასაგებია, მაგრამ თუ საკვები მზადდება სხვადასხვა ბაზებზე, გაუგებარია, სხვადასხვა სამზარეულოში როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო დამნაშავე  ერთი და იგივე მოსამსახურე? მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ სასწავლო ცენტრებს უნდა გააჩნდეთ  დამოუკიდებელი სურსათ-სანოვაგის მომარაგების და საკვების მომზადების სისტემა. მეორე - საუბარია სამზარეულოს თანამშრომელის არაკვალიფიციურობაზე, რაც არავითარ შემთხვევაში არ უხსნის პასუხისმგებლობას დამნაშავე მხარეს. როგორ მოხვდა ეს მზარეული ამ თანამდებობაზე? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია", - აცხადებს ტალიური.


მისივე თქმით, შეიარაღებული ძალების არაკვალიფიცირებული კადრით დაკომპლექტება მრავალი წელია გადაუჭრელ პრობლემად რჩება და საუბედუროდ, დღემდე უცნობია ამ პრობლემის აღმოფხვრის გზები და მექანიზმები.


„კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, თავს იჩენს ხუთი პრობლემა. პირველი - პროდუქტის ვარგისიანობა, მეორე - კვალიფიცირებული კადრი, მესამე - სამზარეულოს ინვენტარის ჰიგიენური დამუშავება,  მეოთხე - მზა საკვების ვარგისიანობა და მისი შემოწმების მექანიზმი, მეხუთე - პირადი შემადგენლობის ჰიგიენის დაცვის საშუალებები. მიუხედავად ფაქტის სერიოზულობისა, აღსანიშნავია ისიც, რომ გამართული სისტემის პირობებში, ამგვარი პრობლემების ოპერატიულად მოგვარება შესაძლებელია, თუმცა, როგორც ჩანს, ამ კუთხითაც პრობლემები თვალსაჩინოა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კომპეტენტური მოსაზრება აღნიშნულ დარღვევებთან თუ მის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. პირიქით, საქმეს დაედო გრიფი „საიდუმლო". რაც თავისთავად ბადებს გაცილებით მეტ კითხვებს და ეჭვებს", - ამბობს ტალიური.


მისივე თქმით, კონკრეტული შემთხვევა, დაზარალებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, შენაერთის საბრძოლო მზადყოფნაზე რასაკვირველია, გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა, პრობლემის სისტემატურობა საყურადღებოა და ითხოვს კომპლექსურ და სწრაფ ზომებს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.


„არ გამოვრიცხავ, არსებობდეს უფრო ვიწრო პრობლემა, ან საქმე ეხებოდეს რაღაც ბიზნესინტერესებს. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს გაცილებით ადრე უნდა მიეღო ზომები და საზოგადოებისთვის უნდა მიეწოდებინა სათანადო ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციო აღნიშნული პრობლემატიკის მეოთხე საკითხს, ეს არის მზა საკვების შემოწმების მექანიზმი. ადრე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საერთო-საჯარისო წესდების მიხედვით, არსებობდა ასეთი წესი: მზა საკვები მოწმდებოდა სამედიცინო სამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის მორიგის თანდასწრებით. ეს პრაქტიკულად, იყო კონტროლის ბოლო და საკმაოდ საპასუხისმგებლო რგოლი სურსათ-სანოვაგის უზრუნველყოფის სისტემაში, როდესაც უკვე მომზადებული საკვები მზად იყო გასაცემად. აღნიშნული მექანიზმის სწორმა საქმიანობამ შესაძლებელია თავიდან აგვაცილოს ამგვარი პრობლემები ან მათი წამოჭრის შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს მისი აღმოფხვრა", - აცხადებს ტალიური.


როგორც ომის ვეტერანი აცხადებს, 9-წლიანი ყბადაღებული პოპულიზმი უძლეველი ჯარის შესახებ ისეთივე ბლეფი აღმოჩნდა, როგორც საქართველო დემოკრატიის შუქურა და ამაში დანაშაული მიუძღვის არა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, არამედ, იმდროინდელ ხელისუფლებას და „ნაცმოძრაობას".


„ეს პრობლემატიკა ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს. დღეისათვის უკვე ფაქტია, რომ საქართველოს შეიარაღბული ძალები საუბედუროდ, ისევ იმყოფებიან გაუგებარი რეფორმების პროცესში. თუმცა, დღემდე არ გაჟღერებულა არც ამ რეფორმის მიზნები, ამოცანები და რაც მთავარია, მისი ვადები. გადაუჭრელ პრობლემად რჩება სწორი საკადრო პოლიტიკა და კადრის სათანადო აღზრდა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები ვერ მეტყველებენ სამხედრო ტერმინოლოგიით, ვერ ანსხვავებენ ქვედანაყოფს, ნაწილს, შენაერთს. გაუგებარია, რატომ მოიხსენიებენ რიგით ჯარისკაცებს ბიჭებად და არა პირად შემადგენლობად. რატომ არის, რომ ქუჩებში გვხვდებიან სამხედრო პირები, რომლებისთვისაც უცნობია როგორც ქცევის, ასევე სამხედრო ფორმის ტარების კულტურა. იაფი პოპულისტური განცხადებების გარდა, არ გაჟღერებულა არცერთი ფაქტი შენაერთის გეგმიური შემოწმების თაობაზე, მის საბრძოლო მზადყოფნისა თუ ბრძოლისუნარიობაზე. რთულია მსჯელობა ამ საკითხებზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენაერთებსა თუ ნაწილებში არ არსებობს საბრძოლო მომზადების პროგრამები და თუ არსებობს, რამდენად არის ადაპტირებული საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე. იმედს გამოვქვამ, რომ ეს საკითხები პრიორეტიტული გახდება ახალი მთავრობის საქმიანობაში", - აცხადებს ტალიური.

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016