სიგარეტის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიის „ჯ.ჯ. 2011"-ის ის ხელმძღვანელი ილია ჟღენტი სიგარეტზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით „ალიას" ესაუბრა და განაცხადა, რომ იანვრიდან აქციზის 5 %-იანი ზრდა სიგარეტის გაძვირებას გამოიწვევს. „საბოლოო ჯამში, 2-ლარიანი სიგარეტი დაახლოებით, 2 ლარი და 40 თეთრი გახდება", - აცხადებს ჟღენტი.
მისი თქმით, ახლა ბაზარზე ფასების უაზრო თამაში და მომხმარებელზე ნადირობა მიდის.
„თამბაქოს ბაზარზე დიდი ომია. რამდენიმე კომპანიამ კლიენტის მიზიდვის მიზნით, ფასების დაგდება დაიწყო. მერე კი ისევ გააძვირებს. ზოგიერთი სიგარეტი 90 თეთრითაც გაიაფდა, ზოგი - ლარით. ეს არის უპრეცედენტო შემთხევვა. ასეთი ომები ბიზნესში ხდება ხოლმე, მაგრამ სიგარეტში იშვიათად. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ კლიენტის გადაბირებასთან. ამ ზრალს კი იანვრის შემდეგ ამოიღებენ", - განაცხადა ჟღენტმა.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)