reportiori.ge - ილია ჟღენტი: 2-ლარიანი სიგარეტი დაახლოებით, 2 ლარი და 40 თეთრი გახდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:28
პრეს-დაიჯესტი
ილია ჟღენტი: 2-ლარიანი სიგარეტი დაახლოებით, 2 ლარი და 40 თეთრი გახდება
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 13:55

 

 

სიგარეტის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიის „ჯ.ჯ. 2011"-ის ის ხელმძღვანელი ილია ჟღენტი სიგარეტზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით „ალიას" ესაუბრა და განაცხადა, რომ იანვრიდან აქციზის 5 %-იანი ზრდა სიგარეტის გაძვირებას გამოიწვევს. „საბოლოო ჯამში, 2-ლარიანი სიგარეტი დაახლოებით, 2 ლარი და 40 თეთრი გახდება", - აცხადებს ჟღენტი.

 

მისი თქმით, ახლა ბაზარზე ფასების უაზრო თამაში და მომხმარებელზე ნადირობა მიდის.


„თამბაქოს ბაზარზე დიდი ომია. რამდენიმე კომპანიამ კლიენტის მიზიდვის მიზნით, ფასების დაგდება დაიწყო. მერე კი ისევ გააძვირებს. ზოგიერთი სიგარეტი 90 თეთრითაც გაიაფდა, ზოგი - ლარით. ეს არის უპრეცედენტო შემთხევვა. ასეთი ომები ბიზნესში ხდება ხოლმე, მაგრამ სიგარეტში იშვიათად. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ კლიენტის გადაბირებასთან. ამ ზრალს კი იანვრის შემდეგ ამოიღებენ", - განაცხადა ჟღენტმა.

 



წყარო: გაზეთი „ალია"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016