reportiori.ge - ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:32
სამართალი
ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 11:54



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.


საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - ქეთევან ტიღაშვილი და უჩა გიორგობიანი წინასწარ შეთანხმებით, სისტემატურად ამზადებდნენ და თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ ყალბ 50-ლარიან კუპიურებს. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება.


გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016