reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: მურუსიძის სამუდამო მოსამართლედ დანიშვნა სანდრო გირგვლიანის ხელმეორედ მკვლელობაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:59
სამართალი
შალვა ხაჭაპურიძე: მურუსიძის სამუდამო მოსამართლედ დანიშვნა სანდრო გირგვლიანის ხელმეორედ მკვლელობაა
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 13:09



მოვუწოდებ იუსტიციის საბჭოს წევრებს, ნურც კი გაიფიქრებენ, ხელიც კი არ წაუცდეთ, რომ მურუსიძეს ხმა მისცენ", - აღნიშნული განცხადებით მიმართავს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის საბჭოს წევრებს და აცხადებს, რომ თუკი ლევან მურუსიძე გახდება მოსამართლე სამუდამო ვადით, ქვეყანაში უკონტროლო პროცესები წარიმართება. ამის შესახებ ხაჭაპურიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ ლევან მურუსიძის სამუდამო მოსამართლეს დანიშვნა სანდრო გირგვლიანის ხელმეორედ მკვლელობასა და სულხან მოლაშვილის წამების განმეორების ტოლფასი იქნება.


„ლევან მურუსიძეს არათუ მოსამართლეობასთან, კანონთან და სინდისთან აქვს რაიმე კავშირი, არამედ იურისპრუდენციასთანაც კი არანაირი კავშირი არ გააჩნია. მურუსიძე აცხადებს, რომ მას თურმე გააჩნია დიდი ავტორიტეტი მოსამართლეებში და მართავს მათ. ვერ გავიგე, მურუსიძე სასამართლო სისტემაში „მაყურებელია"?! რა ტიპის სასამართლო ხელისუფლება გვინდა მივიღოთ, როდესაც ერთი ადამიანი მართავს მოსამართლეებს? თუ მურუსიძე გახდება მოსამართლე სამუდამო ვადით, ჩვენ მივიღებთ იმაზე უარეს სასამართლოს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში გვქონდა. მურუსიძისა და მისნაირების დანიშვნით მივიღებთ სამუდამო ვადით ისეთ ადამიანებს, რომლებიც არასდროს გვაპოვნინებენ სიმართლეს სასამართლოში.

 

მოვუწოდებ იუსტიციის საბჭოს წევრებს, ნურც კი გაიფიქრებენ, ხელიც კი არ წაუცდეთ, რომ მურუსიძეს ხმა მისცენ. ეს იქნება მათი კარიერის დასასრული. ამას მოჰყვება იმდენად დიდი პროტესტი საქართველოში, რომ წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ. მათი გვარები ისტორიაში ქვეყნის მოღალატეების სახელით შევა. ისეთ პროცესებს ექნება ადგილი, რომ სასამართლო სისტემას გავაჩერებთ. მურუსიძეს ხელები აქვს გასვრილი უშუალოდ გირგვლიანის სისხლში, ირინა ენუქიძის გარდაცვალებაში. ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა სანდრო გირგვლიანის ხელმეორედ მკვლელობა და სულხან მოლაშვილის კვლავ წამებაა", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016