reportiori.ge - „პატიმარ „კანონიერ ქურდ“ ტ.ფ-ს ბაჩო ახალაია ჩაისვამდა საკუთარ მანქანაში და ღამით დაატარებდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში საქმეების „მოსაგვარებლად“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:12
სამართალი
„პატიმარ „კანონიერ ქურდ“ ტ.ფ-ს ბაჩო ახალაია ჩაისვამდა საკუთარ მანქანაში და ღამით დაატარებდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში საქმეების „მოსაგვარებლად“
17 დეკემბერი, 2015. 13:53



16 დეკემბრის სასამართლო პროცესზე  სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი, კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენ.


ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია", - თქვა ბაჩო ახალაიამ.


მას მერე, რაც ბაჩო ახალაიამ აღნიშნული განცხადება გააკეთა, სისტემასთან დაახლოებული პირი დაგვიკავშირდა და  გვითხრა - ბევრს რომ საუბრობს ბაჩანა ახალაია, სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი,  კანონიერ ქურდებთან" მუშაობენო, მე მოგიყვებით, თავად რას აკეთებდა, როცა სისტემას ხელმძღვანელობდაო.

 

იმ პერიოდში, როდესაც სისტემას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, კანონიერი ქურდი" ტ.ფ. ითვლებოდა მთელი სისტემის კანონიერ ქურდად".

 

როდესაც სხვადასხვა დაწესებულებებში აირეოდა სიტუაცია, მოხდებოდა დაპირისპირება-დაძაბულობა პატიმრებს შორის, ზემოხსენებულ ე.წ. კანონიერ ქურდ ტ.ფ-ბაჩო ახალაია ჩაისვამდა საკუთარ მანქანაში და ღამით დაატარებდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში საქმეების მოსაგვარებლად". საქმის მათებური მოგვარება" კი რა სასტიკი წესებითაც ხდებოდა, უამრავჯერ სმენია საზოგადოებას ამ ყველაფრის თაობაზე. მოკლედ, თვითონ ბაჩო ახალაია იჯდა ხოლმე ადმინისტრაციულ შენობაში და ელოდებოდა, როდის დაალაგებდა სიტუაციას დაწესებულებაში კანონიერი ქურდი" ტ.ფ.

 

იმ შემთხვევაში, თუ ტ.ფ. ვერ შველოდა საქმეს, სიტუაციის დალაგებაში რთავდა სპეციალურ სადამსჯელო ჯგუფს, რომლებიც თავადვე მსჯავრდებულები იყვნენ და ისინი უსწორდებოდნენ შემდეგ სხვა პატიმრებს.

 

ამიტომაც იყო, როდესაც კანონიერი ქურდი" ტ.ფ. გაუშვეს ციხიდან, მან ვერც კი დატოვა საქართველოს საზღვრები, იმიტომ, რომ მას  „შავ სამყაროში" ბაჩანა ახალაიას ხელისბიჭს უწოდებდნენ და უთვლიდნენ - როგორც კი დატოვებ საქართველოს საზღვრებს, გაგისწორდებითო. ამიტომაცაა ამ დრომდე რომ ზის ციხეში. ეშინია, რომ მისი ლიკვიდაცია  მოხდება", - გვითხრა პირმა, რომელმაც თავისი ვინაობის დასახელება საჯაროდ არ ისურვა და დაამატა - მე რასაც ვამბობ, ამას ნებისმერი ის პიროვნება დაადასტურებს, რომელსაც სისტემასთან იმ პერიოდში შეხება ჰქონიაო.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016