reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: ბაჩო ახალაიას დროს, ციხეებში ე.წ. „მაყურებლები“ აკონტროლებდნენ სიტუაციას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:28
სამართალი
ვახტანგ მაისაია: ბაჩო ახალაიას დროს, ციხეებში ე.წ. „მაყურებლები“ აკონტროლებდნენ სიტუაციას!
17 დეკემბერი, 2015. 14:10


 

ყველას კარგად ახსოვს, როგორ კარგად გრძნობდა „ქურდული სამყარო" თავს მაშინ, როცა  ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა სისტემას..." - აღნიშნავს ყოფილი პოლიტპატიმარი, უსაფრთხოების ექსპერტი ვახტამაისაია „რეპორტიორთან" საუბრისას.


მე-17, მე-15 დაწესებულებებს ჰყავდათ ე.წ. „მაყურებლები", რომლებიც აკონტროლებდნენ სიტუაციას. როდესაც მე დამაპატიმრეს, მაშინ არ ხელმძღვანელობდა სისტემას ახალაია, მაგრამ უშუალოდ აკონტროლებდა ზონას, იმიტომ, რომ მის მიერ დასმული ხელქვეითები  - შაშკინი და კალმახელიძე, ნომინალური ფიგურები იყვნენ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მათ დროსაც კი სასჯელაღსრულების მინისტრი იყო ბაჩო ახალაია. ამიტომაც, უმჯობესია, მსჯავრდებულმა ახალაიამ საკუთარ თავს მიხედოს...

 

ერთ-ერთი თურქული ანდაზაა, ქურდმა ისე უნდა მოიპაროს, რომ ეჭვი სახლის მეპატრონეზე აიღონო. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა", - ამბობს ვახტანგ მაისაია.


16 დეკემბრის სასამართლო პროცესზე,  სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი, კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენ.


ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია", - თქვა ბაჩო ახალაიამ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016