reportiori.ge - „თინა ხიდაშელი ერეოდა პირადად ამ საქმეში…“ - ლევან მამალაძე პოლიტპატიმრების საქმეზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:51
სამართალი
„თინა ხიდაშელი ერეოდა პირადად ამ საქმეში…“ - ლევან მამალაძე პოლიტპატიმრების საქმეზე
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 14:29


 

„ჩემი ეჭვები, რომლებიც არსებობდა იმ სიბინძურეზე, რაც ეკა ბესელიას კომისიაში, შეწყალების თემატიკაში და პროკურატურაში არსებობს, ალეკო ელისაშვილის მიერ წამოჭრილმა საკითხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა", - აღნიშნულ განცხადებას ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე აკეთებს. როგორც მამალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში დონეცკიდან ჩართვისას განაცხადა, მან გადაამოწმა მდგომარეობა და საფუძველი არ აქვს, ეჭვი შეიტანოს ალეკო ელისაშვილის განცხადებებში.


ლევან მამალაძე საკუთარ საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მისამართით ეკა ბესელიას გარემოცვიდან ხორციელდებოდა შეთავაზებები და არსებობდა გარკვეული მატერიალური  დაინტერესება. როგორც მამალაძე განმარტავს, იგი არ დათანხმდა აღნიშნულ შეთავაზებას, არ გაურიგდა არავის და სწორედ ამიტომ ამოიღეს მისი გვარი შეწყალების სიიდან. მამალაძე აქვე განმარტავს, რომ თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი თინა ხიდაშელი პირადად იყო ჩართული მისი გვარის სიიდან ამოღებაში და ამ მიზნით, ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

 

„ჩემი საკითხი იყოფა სამ ნაწილად, ეს არის საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილება პოლიტპატიმრებთან და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების პროცედურები და პროკურატურაში არსებული დანაშაულების მიჩქმალვა. ჩემი მაგალითი არის პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნილობის კლასიკური შემთხვევა. სააკაშვილს რომ ჩემი მოკვლა სურდა, ეს დადასტურებილი ფაქტია. ეს შეიძლება, გია ბარამიძემაც დაადასტუროს. ამ გარემოებისთვის პროკურატურას ყურადღება არ მიუქცევია.

 

2012 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის გუნდი რომ მოვიდა, ძალიან დიდი იმედები იყო ამ თემაზე, რადგან ყველა ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას. ბესელიამ შექმნა საპარლამენტო კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სია. ჰელსინკის უფლებადამცავმა ორგანიზაციამ ჩემი გვარი წარადგინა საპარლამენტო კომისიაში. იქ რაიმე პრობლემა არ ყოფილა, რადგან ჩემს საკითხზე კითხვები არ იყო. ჩემს საქმეში სამართლებრივი პრობლემა არ არსებობს. მაგრამ ამ სიიდან ჩემი გვარი ამოიღეს.

 

2012 წელს განხილვები მიმდინარეობდა, ერთ-ერთ განხილვას ესწრებოდა ჩემი მეუღლე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც იღებდნენ მონაწილეობას. იქ რაიმე პრეტენზია ჩემს საქმესთან დაკავშირებით არ გამოთქმულა. მაგრამ ამას შემდეგ მოჰყვა გარკვეული მინიშნებები. ჩემზე იყო მინიშნებები გარკვეულ მატერიალურ დაინტერესებაზე. ეკა ბესელიას ახლობელმა პიროვნებამ გააჟღერა ეს ინფორმაცია. მე არ შევყევი ამ თამაშს. არავისთან გარიგებას არ ვაპირებდი. ამის შემდეგ სიიდან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ამომშალეს.

 

როცა საკითხის გარკვევა დავიწყე, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელი ერეოდა პირადად ამ საქმეში. როგორც კი დაინახეს, რომ მატერიალურ სარგებელს ვერ მიიღებდნენ, პოლიტიკურ რაკურსში გადაიტანეს თემატიკა და თინა ხიდაშელი დადიოდა ხელმძღვანელობასთან და ამის შემდეგ ამომშალეს სიიდან", - განაცხადა ლევან მამალაძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016