reportiori.ge - ალეკო ელისაშვილი: მალე ვიტყვი, ვინ არიან ეს პოლიტიკოსები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:11
სამართალი
ალეკო ელისაშვილი: მალე ვიტყვი, ვინ არიან ეს პოლიტიკოსები
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 15:59



საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დაიწყო. პროკურატურაში შესვლამდე ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ საქმეზე გამოძიება 2 კვირის განმავლობაში  მიდის და მის მობილური ნომრის ამონაწერის მიტანა „მაგთიდან" პროკურატურაში გამომძიებელმა მას თავად სთხოვა:

 

„კომპანია „მაგთიდან" სატელეფონო ამონაწერები უნდა მივუტანო, ვინ მირეკავდა, ვინ მიმესიჯებდა და იყვნენ თუ არა ის პოლიტიკოსები. ძალიან სასაცილოა, 2 კვირაა ინტენსიურად მიდის გამოძიება, ალიაქოთია მთელი ატეხილი და პროკურატურას ეს ამონაწერები „მაგთიდან" არ ამოუღია. მელოდებიან, მე რომ მივუზიდო ეს მტკიცებულებები. ბარემ მე დავიჭერ იმ ადამიანებს და დაბორკილებულს მოვიყვან აქ. ეს ანეკდოტია. გუშინ ეთერში ეს ამონაწერი ვაჩვენე და გამომძიებელმა დღეს დამირეკა, მითხრა, იქნებ მოგვიტანოთო ამონაწერებიო. ეს არის სირცხვილი, ეს იყო  შოთაძის გამოწვევა. ისედაც დაბალი ნდობის არის პროკურატურა და ამ საქმეზე ასე სამარცხვინოდ იქცევიან. რომ გამოხტნენ და მესიჯები არ იყო „ინბოქსშიო", რა ინახება იქ, ის უნდა ნახონ. მე კანონს პატივს ვცემ, მოვედი და კიდევ მოვალ, თუ საჭირო იქნება და მტკიცებულებებსაც მოვიტან. მაგრამ მათ თუ ეზარებათ, ბარემ მე ვიქნები პროკურორი, გამომძიებელი, ციხის ადმინისტრაციის უფროსი და ა.შ. მასკარადულია ეს ყველაფერი...

30 აპრილს შემოვიდა 14:36 წუთზე 4 დიდი მესიჯი ჩემს ტელეფონზე და ეს ფურცლები ადასტურებს ამას. თუ წაშლიან, მაგასაც დავადასტურებ, რომ იყო და წაშალეს. არ მეზარება დაკითხვაზე სიარული, მაგრამ თვითონაც არ ეზარებათ, თავი ასე შეირცხვინონ. პროკურატურა მეხმარება იმაში, რომ ღიად დავასახელო ეს პოლიტიკოსები. ძალიან მალე ვიტყვი, ვინ არიან ეს პოლიტიკოსები", - განაცხადა ელისაშვილმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016