reportiori.ge - „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტები დაკითხვაზე დაიბარეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:25
სამართალი
„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტები დაკითხვაზე დაიბარეს
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 22:58



დღეს პროკურატურაში ორ სხვადასხვა საქმეზე რუსთავი 2-ის  ორი ჟურნალისტი დღეს დაკითხვაზე დაიბარეს. დავით ქაშიაშვილისგან გამომძიებელს სურდა მიეღო ინფორმაცია გუშინ კურიერის მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომლის სკანდალურ ინტერვიუს ეხებოდა თუმცა, ჟურნალისტმა გამომძიებლის კითხვებს პასუხი არ გასცა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.


"გამოძიება დაინტერესებულია კურიერში გასული რეპორტაჟით, სადაც ციხის ყოფილი თანამშრომელი საუბრობს .. ჯართის საქმეზე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ციხეში ვიზიტების შესახებ,"- განაცხადა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ დავით ქაშიაშვილმა.


ქაშიაშვილის ინტერესების დამცველი და რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი კი ამბობს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა უფლება არ მიეცა ჩვენება, რაც დავით ქაშიაშვილმა გამოიყენა.


"დავით ქაშიაშვილმა ისარგებლა სისხლის სამსართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებისას,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.


დღესვე დაკითხვაზე დაიბარეს კურიერის კიდევ ერთი ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე. ჟურნალისტისგან გამომძიებლებს აინტერესებდათ რა ინფორმაციას ფლობდა ის ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ, რომელიც მოსამართლის შესაძლო კორუფციაში მონაწილეობას ეხებოდა.


კურიერის ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოში მივიდა, თუმცა გამომძიებლის შეკითხვებს არ უპასუხა და არც ჩვენება მისცა. ნათია ტრაპაიძემ ამ შემთხვევაში კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა.


"მე ვიყავი მოწმის სტატუსით დაბარებული. საქმე ეხებოდა ერთ-ერთი მოსამართლის შესაძლო კორუფციაში მონაწილეობას, რომლის შესახებაც მსჯავრდებულებმა ისაუბრეს. ცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევრები გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ მან გამამტყუნებელი განაჩენისთვის აიღო ფული. ჩვენება არ მივეცი, გამოვიყენე კანონით მონიჭებული უფლება და დავაფიქსირე, რომ ჩვენ არ ვიძლევით ჩვენებას,"- განაცხადა ნათია ტრაპაიძემ


ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძის ინტერესებსაც რუსთავი2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი იცავს.


შეგახსენებთ, რომ ნათია ტრაპაიძემ ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წევრების განცხადებები პრესკონფერენციაზე სხვა ჟურნალისტებთან ერთად მოისმინა, თუმცა საგამოძიებო ორგანოში ამ დროისთვის მხოლოდ ნათია ტრაპაიძე დაიბარეს.


პროკურატურაში კურიერის კითხვებს დღეს არ უპასუხეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016