„ჩემმა მეგობარმა პაატა ცნობილაძემ დადო ეს პოსტი და მაღვარღვალებინა ცრემლები", - გთავაზობთ უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას facebook-პოსტს:
„მადლობა, პაატა, მადლობა ზურაბ ახვლედიანის გახსენებისათვის. ჩემთვის აკა მორჩილაძე, მისი გენიალობის მიუხედავად, ბატონი ზურა ახვლედიანის შვილია და არა ბატონი ზურაბი, გიო ახვლედიანის მამა. ლევან სანიკიძისგან (დავიდოვიჩი) გამიგია, ლექციას კითხულობს თურმე ალექსანდრე მაკედონელზე და თავისი ტკბილად მჭექარე ხმით შესძახა თურმე ფიზიკის დიდ აუდიტორიას (უნივერსიტეტის ცნობილი აუდიტორია): და იცით ვინმემ ადამიანი უფრო დიდი, ვიდრე ალექსანდრე მაკედონელი იყოო და რას ვხედავო, ერთი სტუდენტი, „მთელი წელი ხმა რომ არ გაუღია", ხელს იწევს. „იმერული ესკიზებივით" სცენა გათამაშდა, შენ ახალგაზრდავ (მთელი წელი ხმა რომ არ გაგიღია - ეს გულში გაიფიქრა, აბა სტუდენტს ხომ არ აკადრებდა ბატონი ლევანი?!), ვინ იცი ალექსანდრე მაკედონელზე დიდი კაცი?! წამოდგა ზლაზვნით სტუდენტი და უთხრა - მამაჩემი იყო, პატივცემულო, ალექსანდრე მაკედონელზე დიდი კაციო (იყო). ხმა ვერ გავიღე და ლექცია დავასრულეო, ჰყვებოდა ბატონი ლევანი. ჰოდა, ქუთაისი ხომ მამაქალაქია?! და არ არის მსოფლიოში უფრო დიდი და გემრიელი ქალაქი. დიდი მადლობა აკა მორჩილაძეს, გაიხარე, გიო ბატონო!" - წერს ხაბურძანია.
გთავაზობთ მწერალ აკა მორჩილაძის ნოველას ქუთაისზე: http://reportiori.ge/?menuid=48&id=84339