reportiori.ge - დავით ნარმანია: ვინც არ უნდა იყოს, არავის ეპატიება სამართალდარღვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:42
სამართალი
დავით ნარმანია: ვინც არ უნდა იყოს, არავის ეპატიება სამართალდარღვევა
ავტორი:
18 დეკემბერი, 2015. 12:24


თბილისის მერი დავით ნარმანია კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურება:

 

„ვადასტურებ, რომ დაკავებულია კრწანისის გამგებლის მოადგილე. სამართალდამცველმა ორგანოებმა იმუშავეს და შესაბამისად, გამოვლინდა სამართალდარღვევა, რაც თავშივე იქნა აღკვეთილი. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი გადაცდომა, ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა იყოს საჯარო მოხელის მხრიდან, თავშივე იქნას აღკვეთილი და ეფექტიანად იქნას გამოძიებული. ვინც არ უნდა იყოს, არავის ეპატიება სამართალდარღვევა და ყველანი მკაცრად უნდა იყვნენ დასჯილი", - განაცხადა ნარმანიამ.


განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე.


საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 50 000 აშშ დოლარი.


კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016