reportiori.ge - „პოზიცია“: ელისაშვილის ბრალდებები შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:10
სამართალი
„პოზიცია“: ელისაშვილის ბრალდებები შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს
ავტორი:
18 დეკემბერი, 2015. 14:14


თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს, რომელიც მმართველის გუნდის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია" ეხმაურება.


როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ელისაშვილის ბრალდებები კონკრეტულ არგუმენტებს უნდა ემყარებოდეს.


„არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია" ალეკო ელისაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ დეპუტატმა საკუთარი განცხადებები, რომლებიც სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს, კონკრეტული არგუმენტებით უნდა გაამყაროს.

 

საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ელისაშვილმა ბრალდებები ამდენი წლის მერე გაახმაურა. შესაძლოა, ეს თემა გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს, რადგან მას თავის დროზე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუჟღერებია. ამასთან, მივიჩნევთ, რომ ბრალდებები, რომლებზეც ელისაშვილი საუბრობს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. მოვუწოდებთ პროკურატურას, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და საქმის გამოძიების კუთხით საზოგადოების ინტერესი დაკმაყოფილდეს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016