reportiori.ge - გურამ დოჩანაშვილის ახალი რომანი - „ბრმადყოფილზე. და...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:39
კულტურა
გურამ დოჩანაშვილის ახალი რომანი - „ბრმადყოფილზე. და...“
ავტორი:
18 დეკემბერი, 2015. 15:53


გურამ დოჩანაშვილის ახალი რომანი „ბრმადყოფილზე. და..." - ამ რომანზე გურამ დოჩანაშვილი ბოლო რამდენიმე წელი მუშაობდა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება.


პირველი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია მკითხველებისთვის, ექსკლუზიურად saba.com.ge-ზე.


ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული მწერლის ახალ რომანში გამოყენებულია სიუჟეტი იოანეს სახარების მეცხრე თავიდან, რომელშიც მოთხრობილია ამბავი უსინათლოსთვის თვალის ახელის შესახებ. როგორ გრძელდება თვალახელილის სიცოცხლე, რა არის მნიშვნელოვანი - რას თუ როგორ ხედავ? როგორ იყენებს ადამიანი ღვთსგან მონიჭებულ უდიდეს საჩუქარს - სინათლეს... ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან თემებს ეხება გურამ დოჩანაშვილის ახალი რომანი, სამწიგნეული, რომელიც სახარებისეული სიუჟეტის კიდევ ერთ განსაკუთრებულ ლიტერატურულ ვარიაციას წარმოადგენს.


19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, 14.00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი (სამების ტაძარი, პირველი სართული) უმასპინძლებს გურამ დოჩანაშვილს.


ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება მწერლის ბოლო წიგნის „ბრმადყოფილზე. და..." - პირველი ტომის წარდგინება.


ავტორი თავად წარუდგენს საზოგადოებას სამტომეულის პირველ ნაწილს.


საღამოს გაუძღვება რატი ამაღლობელი. მსურველებს შეეძლებათ წიგნის ადგილზე შეძენა.


დასწრება თავისუფალია.



https://saba.com.ge

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016