საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „სეუ" 19 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტის გამართავს. ანსამბლის შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ექსკლუზუიური ცეკვა „ერისეული" რომელშიც გადმოცემულია საქართველოს ისტორია, თუ როგორ იბრძოდა ქართველები ერის სიწმინდის დასაცავად. ცეკვა კავკასიური, რომელშიც გაერთიანებულია ქართული, ლეკური, ჩეჩნური და დაღესტნური ცეკვის ელემენტები. კონცერტისთვის დაიდგა ახალი ცეკვები, მათ შორის არის ცეკვა „ნაბდური". ანსამბლის ხელმძღვანელობა მაყურებელს ბევრ სიურპრიზს პირდება.
ანსამბლი 2011 წელს უნივერსიტეტ „სეუ"-ს რექტორის გია კვათელიშვილის მიერ დაფუძნდა. მასში დაკომპლექტებულია „სეუ"-ს კურსდამთავრებულები და სტუდენტები, რომლებიც არიან პროფესიონალი მოცეკვავეები და მომღერლები, ასევე საქართველოს წარმატებული ანსამბლებიდან მოწვეული მოცეკვავეები.