reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:52
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 00:17


მართლმადიდებელი ეკლესია  საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.


დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას ხვალ, 09:00 საათზე, დაიწყებს.


წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მათ მირონი სდით. მორწმუნეები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.

წმინდა ნიკოლიზი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა აღთქმა დადეს, თუ უფალი მათ მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ. წმინდა ნიკოლოზი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო.

325 წელს წმინდა ღვდელმთავარი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016