reportiori.ge - მამუკა არეშიძე: გურიაში დაკავებულ პირთაგან ერთ-ერთს ნამდვილად ჰქონდა კავშირი რადიკალ ისლამისტებთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:45
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: გურიაში დაკავებულ პირთაგან ერთ-ერთს ნამდვილად ჰქონდა კავშირი რადიკალ ისლამისტებთან
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 10:51



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირას გურიაში 4 ახალგაზრდა მამაკაცი დააპატიმრა, რომლებსაც ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი ედებათ ბრალად. ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, დაკავებულ პირთაგან ერთ-ერთს ნამდვილად ჰქონდა კავშირი რადიკალური ისლამის წარმომადგენლებთან როგორც საქართველოში, ისე საქართველოს გარეთ. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არეშიძე მის ვინაობას არ აკონკრეტებს, რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, ექსპერტი მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.


ამასთან, ექსპერტის ინფორმაციით, გურიის სოფლებში: ნასაკირალში, ბუკნარში, ზოტში - ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებსაც რადიკალ ისლამისტებთან აქვთ კავშირი. „თუმცა იქ არიან ზომიერი ისლამისტებიც, რომლებისთვისაც საქართველოს სიყვარული და პატრიოტიზმი უცხო ნამდვილად არ არის", - განაცხადა ექსპერტმა.


არეშიძის თქმით, ქართული სპეცსამსახურების აქტიურად მუშაობის მიუხედავად, ტერორისტული საფრთხეების სრულად განეიტრალება შეუძლებელია.


„თუ ქართული სპეცსამსახურების მუშაობა უფრო მასშტაბური და თანმიმდევრული გახდება, შეგვიძლია, საფრთხის დონე დაბლა დავწიოთ, თუმცა, საშიშროების მთლიანად მოხსნა შეუძლებელია", - განაცხადა არეშიძემ.



წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016