reportiori.ge - მანანა კობახიძე: ჩვენთვის საზღვრები გახსნილია, ჩვენ ვხდებით ევროპის ნაწილი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:34
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: ჩვენთვის საზღვრები გახსნილია, ჩვენ ვხდებით ევროპის ნაწილი!
19 დეკემბერი, 2015. 12:14



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ევროკომისიის გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშს „რეპორტიორთან" საუბარში აფასებს:


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. ხელისუფლებამ, პარლამენტმა, სამინისტროებმა და ცალკეულმა სტრუქტურებმა ძალიან ბევრი იმუშავეს, რომ მიგვეღწია დადებითი დასკვნისთვის. ეს გახდება  საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს 2016 წლისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე. ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა მიზნით  (განათლება, კომერციული თუ ტურისტული) თავისუფლად გადაადგილდებიან! ჩვენთვის საზღვრები გახსნილია, ჩვენ ვხდებით ევროპის ნაწილი. ეს ევროინტეგრაციისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს მიმზიდველი და მათი მომავალი არის ერთიან საქართველოსში. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც ევროკავშირის ფარგლებში გვთავაზობენ. ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს მეტი დემოკრატია, ადამიანის უფლებები მეტად უნდა იყოს დაცული. ჩვენი ეკონომიკური განვითარებებისთვის უნდა იყოს შესაბამისი წინაპირობები.

 

ბიზნესკავშირებისთვის სწორედ ის არის მნიშვნლოვანი, რომ მოქალაქეებმა თავისუფალი გადაადგილება შეძლონ. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს არის განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების ძალიან აქტიური და მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგი. მე მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს ეს მნიშვნელოვანი დღე და 2016 წელს ისინი ნამდვილად ისარგებლებენ იმ სიკეთით, რასაც ევროპაში თავისუფლად მიმოსვლა ჰქვია", - აცხადებს მანანა კობახიძე. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016