ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვალერიან თელიამ განუცხადა. მისი განმარტებით, თურქეთის სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებიც არიან გაფრთხილებული და ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც ვალერი თელიამ აღნიშნა, ირანის მოქალაქე საქართველოში შემოვიდა 23 ივნისს, ხოლო საქართველო დატოვა 22 ივლისს 19:22 საათზე. გამოძიება მიმდინარეობს და მკვლელობის მოტივი დადგინდება.
ვალერი თელიას ინფორმაციით, ირანის მოქალაქე ერთი თვის განმავლობაში ახალი ბულვარის ბოლოს ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. „ეს ადამიანი ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. მოწმეები ადასტურებენ, რომ ის მარიამ კოჩალიძის ველოსიპედით გადაადგილდებოდა ბულვარის ტერიტორიაზე, მკვლელობის საღამოს. აღმოჩენილია ველოსიპედი ბათუმში, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ წარმოუდგინა პოლიციას. ჯერ-ჯერობით მობილური ტელეფონი არ არის ნაპოვნი", - აღნიშნა ვალერი თელიამ.