reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: უნდა ვიყოთ განათლებულები და შრომისმოყვარეები, რომ კონკურენცია გავიწიოთ ევროპულ პროდუქციას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:04
პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: უნდა ვიყოთ განათლებულები და შრომისმოყვარეები, რომ კონკურენცია გავიწიოთ ევროპულ პროდუქციას!
19 დეკემბერი, 2015. 18:12



ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ელისო ჩაფიძე ევროკომისიის გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ პირველ რიგში ვიზა-ლიბერალიზაციით სარგებელს მიიღებენ სწორედ ის მოქალაქეები, რომლებსაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ. ჩაფიძის აზრით, ვიზა-ლიბერალიზაცია თითოულ ქართველს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენოს თავისი ნიჭი და უნარები.


„18 დეკემბერი საქართველოსთვის გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. ის, რომ ევროპა ჩვენ განგვიხილავს, როგორც ერთიანი ევროპის ნაწილს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და მინდა, ყველა ქართველს მივულოცო.

 

ჩვენ საზღვრები გვეხსნება თითქმის ყველა მიმართულებით. ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, ამ შემთხვევაში რუსეთს ვგულისხმობ, გადაიდგა სწორი ნაბიჯები და გაკეთდა პოზიტიური განცხადებები. ვფიქრობ, რომ ქართული საგარეო პოლიტიკა აღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს.

 

ვიზა-ლიბერალიზაცია თითოულ ქართველს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენოს თავისი ნიჭი და უნარები. მე მსმენია შეფასება, თითქოს ვიზა-ლიბერალიზაცია მხოლოდ მდიდარ ადამიანებს ეხება, მაგრამ პირველ რიგში, ვიზა-ლიბერალიზაციით სარგებელს მიიღებენ სწორედ ის მოქალაქეები, რომლებსაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ. მათ ეხსნებათ კარი ევროპისკენ. გაიხსნება ევროპული ბაზარი ჩვენი პროდუქციისთვის.

 

ამავე დროს ჩინეთთან ვდებთ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას. რუსეთშიც ქართული პროდუქციის გატანა დღეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს, რადგან ეს არის უზარმაზარი ბაზარი და შესაძლებლობები. ყველაფერი არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ავაშენოთ ქვეყნის ნათელი მომავალი, რომელსაც ყველა მეზობელ სახელმწოფოსთან ექნება მეგობრული და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

საქართველო უნდა იყოს მზარდი ეკონომიკის ქვეყანა. პირველ რიგში, უნდა დავამარცხოთ სიღარიბე და შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, მიიღონ მაღალი დონის ევროპული განათლება, ჰქონდეთ კომუნიკაცია ევროპასთან. მაგრამ ვიზა-ლიბერალიზაცია ამავე დროს გულისხმობს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით პოლიტიკოსების, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი საქმიანობა სწორედ ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. საჯარო მოხელე, რომელსაც ქირაობს ხალხი, პირნათლად უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობებს. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ძალიან მაღალი დონის პროდუქცია, ვიყოთ განათლებულები და შრომისმოყვარეები, რათა კონკურენცია გავიწიოთ ევროპულ პროდუქციას", - აცხადებს ელისო ჩაფიძე.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016