reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: რელიგიებისა და რელიგიური ადამიანების გრძნობებს დაცვა არ უნდა?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 08:39
პრეს-დაიჯესტი
ზვიად ტომარაძე: რელიგიებისა და რელიგიური ადამიანების გრძნობებს დაცვა არ უნდა?!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 20:35


რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურების შეურაცხყოფისთვის შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანია, ხოლო კანონპროექტის ავტორი - „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე.


ზვიად ტომარაძემ „კვირის ქრონიკასთან" საუბარში განმარტა, თუ რაზეა საუბარი კანონპროექტში:


„მუხლი 1661. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 1. რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. 3. რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერი გაკეთება ან დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით", - განაცხადა ტომარაძემ.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას ლიბერალურული კურსი აქვს აღებული, ტომარაძე ფიქრობს, რომ ამ კანონპროექტს დიდი წინააღმდეგობა შეხვდება და მას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ეგიდით დაუპირიპირდებიან.


„ამ ბატონებსა და ქალბატონებს ერთი რამ ავიწყდებათ; ისინი ხომ ყველას უფლებების დაცვას ითხოვენ ხოლმე? და რელიგიებისა და რელიგიური ადამიანების გრძნობებს დაცვა არ უნდა?" - განაცხადა ტომარაძემ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016