reportiori.ge - გოგლა ჟვანია: კადრებზე დაკვირვებით, ზურაბ ჟვანიას თავის არეში არსებული დაზიანებები ჩანს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:00
პრეს-დაიჯესტი
გოგლა ჟვანია: კადრებზე დაკვირვებით, ზურაბ ჟვანიას თავის არეში არსებული დაზიანებები ჩანს!
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 03:12


ზურაბ ჟვანიას ძმის,  გოგლა ჟვანიას განმარტებით, ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება". ამის შესახებ გოგლა ჟვანია გაზეთ „ასავალ-დასავალტან" საუბრობს. მისი განმარტებით საქმეში მთავარ მტკიცებულებად ის ფირები იქცა, რომლებიც 10 წლის წინათ პროზექტურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - ოპერატორებმა რამაზ სურმანიძემ და მიხეილ ყანდარელმა გადაიღეს.


სწორედ ამ ფირებზე ჩანს პრემიერ-მინისტრის ცხედარზე არსებული საეჭვო უბნები და ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება.


 „ამ ფირებს საქმის მასალებში მაშინ არავინ ჩადებდა, ისინი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას სეიფში იდო. როგორც ჩანს, თავის დროზე მათ ეს ფირები კარგად ნანახი არ ჰქონდათ. ეს არის მრავალსაათიანი ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია პროზექტურაში მიმდინარე მთელი პროცესი. ალბათ, ამ ვიდეოკადრებს უბრალოდ გადახედეს და დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს. კადრებზე დაკვირვებით ცალსახად ჩანს ზურას თავის არეში არსებული დაზიანებები. როდესაც ექსპერტებმა ეს ფირები ნახეს, ნამდვილად დააფიქსირეს საეჭვო უბნების არსებობა, მაგრამ არა მტკიცებულებითი ფორმით, სწორედ ეს გახლავთ ექსჰუმაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

 ამ ფირების არსებობა მათ წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს. ზოდელავას ნათქვამი აქვს - არ ვაჭარბებ - ამ ფირების შესახებ რომ მცოდნოდა, ისინი აღარ იარსებებდნენო. ესე იგი, თავისი პირით წამოსცდა, რომ ამ საქმის მტკიცებულებებს ანადგურებდნენ. ფირები, რომლებზეც ვლაპარაკობ, მრავალსაათიანია. დეტალურად რომ შეისწავლო და გვამებზე ის დაზიანებები აღმოაჩინო, სპეციალურად უნდა დაჯდე და საათობით უყურო, კადრები გააჩერო, დააკვირდე, დასკვნა გააკეთო. ეს პროცედურა არავის ჩაუტარებია. ვერც იფიქრებდნენ, რომ ვინმე ამას დააკვირდებოდა, დაწვრილებით შეისწავლიდა და გამოიკვლევდა", - განაცხადა ჟვანიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016