სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
21 დეკემბერი, 2015. 10:00
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მამუკა ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში, მამუკა ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდითა და 75 საბრძოლო ვაზნით, ასევე "გოლდ სტარის" ტიპის საფანტის პისტოლეტი, სამი ვაზნით ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55