reportiori.ge - იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ეყოლება №1 გულშემატკივარი ჩემი სახით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:50
სპორტი
იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ეყოლება №1 გულშემატკივარი ჩემი სახით!
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 10:31



საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, რომელიც ევრობასკეტის დასრულების შემდეგ ნაკრებს აღარ გაწვრთნის, კალათბურთელებს მიმართავს.



კოკოშკოვის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:


ჩემო მეგობრებო საქართველოს საკალათბურთო სამყაროდან, მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება კალათბურთის ფედერაციაში მომუშავე ყველა იმ პიროვნებისადმი, რომლებმაც ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობის საშუალება მომცა. მადლობა თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ნაკრებში დასაქმებულ ყველა ადამიანს უთვალავი საათის დაუღალავად შრომაში გატარებისთვის.

 

უზარმაზარი გამოცდილება იყო საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობა, ბევრი კარგი მოსაგონარი დამიტოვა მეხსიერებაში, რაც სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებილ ადგილს ჩემს გულში.

 

უამრავი გამოწვევა გვქონდა, უამრავი სიძნელე გადავლახეთ ერთად, რათა დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია. ამასთან, საქართველოს ნაკრები მუდმივად იზრდებოდა, როგორც გუნდი, რაც ჩემთვის ახლაც საამაყოა. მჯერა, რომ დღეს სწორედ საქართველოს ნაკრების წყალობით ყველა უკეთესები ვართ და კალათბურთიც გაცილებით ძლიერია.

 

გისურვებთ საუკეთესოს. საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ეყოლება საუკეთესო მეგობარი და №1 გულშემატკივარი ჩემი სახით.

 

დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ", - წერს იგორ კოკოშკოვი.

 

 

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2016 წლიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016