reportiori.ge - დედამიწაზე უდუმბარა აყვავდა - რას მოასწავებს ყვავილი, რომელიც 3 000 წელიწადში ერთხელ ყვავილობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:03
სხვადასხვა
დედამიწაზე უდუმბარა აყვავდა - რას მოასწავებს ყვავილი, რომელიც 3 000 წელიწადში ერთხელ ყვავილობს
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 13:05

 

 

ბუდისტური ლეგენდის თანახმად, უდუმბარა 3 000 წელიწადში ერთხელ ყვავილობს. უკანასკნელად ის ბუდას დაბადებამდე აყვავდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი მის ყვავილობას მთელ მსოფლიოში აკვირდებიან. ლეგენდის თანახმად, მისი ყვავილობა ბრძენის, განმანათლებლის დაბადებას მოასწავებს.


უდუმბარას პაწაწინა არომატული ყვავილი აქვს, რომელიც უთხელეს, მაგრამ საოცრად გამძლე ღეროზეა მიმაგრებული. ადამიანები,რომლებაც მისი ყვავილობა აღმოაჩინეს, ამბობენ, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში არ ჭკნება და თუ მოიხარა, ღეროს ისევ შეუძლია გასწორდეს.


ის პირველად სამხრეთკორეულ ტაძარში ბუდას მოოქროვილი ქანდაკების შუბლზე მოყვავილე აღმოაჩინეს 1997 წელს. ეს ჩინეთში ზეციურ მოვლენად შეფასდა, რაც საკმაოდ მოულოდნელია ჩინელებისგან, რადგან მათი უმეტესობა ათეისტია და იშვიათად სჯერათ ზეციური მოვლენების.


ბუდისტური ლეგენდის თანახმად, უდუმბარა მოასწავებს ზეციური მეფის დაბადებას, რომელიც მიიღებს ყველა რელიგიის ადამიანს და ყველას გულმხურვალედ შესთავაზებს გადარჩენას. ეს ყვავილი ზებუნებრივი ძალების სიმბოლოა.


ბუდისტებმა მისი აყვავება შეაფასეს ახალი ეპოქის ნიშნად.


უდუმბარა უკვე რამდენიმე ადგილას ყვავილობს. ისინი ფაქტობრივად ნიადაგის გარეშე ყვავილობენ. მაგალითად, რამდენიმე უდუმბარა, რომელთა ღეროს სისქე ადამიანის თმის სისქეს არც აღემატება, სრულიად უბრალო, ლითონის მილზე მოყვავილე აღმოაჩინეს.




წყარო: presa.ge


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016