reportiori.ge - არსენ ავაკოვი: სააკაშვილმა მითხრა - კარგი მინისტრი ხარ და საუკეთესო რეფორმებს ატარებო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 08:34
პრეს-დაიჯესტი
არსენ ავაკოვი: სააკაშვილმა მითხრა - კარგი მინისტრი ხარ და საუკეთესო რეფორმებს ატარებო
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 15:44

 

 

„ვწუხვარ, რომ საზოგადოებას ამ ვიდეოს ყურება მოუწია. ემოციებს ავყევი, მაგრამ ყალბი ადამიანი არა ვარ - თუ ვიღაც შეურაცხყოფას მაყენებს, პასუხს მაშინვე ვცემ. რეალურად უკრაინული პოლიტიკა კიდევ უფრო ბინძურია. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით და ხელისუფლებაში ახალგაზრდა, ნაკლებად ემოციური ადამიანები მოვლენ", - ამ განცხადებას უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი მასსა და სააკაშვილს შორის მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აკეთებს:


„მას ასეთი მეთოდი აქვს - ვინც შეეხება, ყველა ქურდად უნდა გამოაცხადოს. ავიწყდება, რომ კორუფციაზე ბრალდების გაჟღერებას მტკიცებულებები სჭირდება. ის კარგად მალავს ფაქტებს და რეალური სახის შენიღბვასაც ახერხებს. სააკაშვილმა ოდესის პროკურატურაში თავისი გუნდის წევრი საყვარელიძე დანიშნა, პოლიციასაც მისი თანაგუნდელი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, მაგრამ რომელი კორუფციონერი დაიჭირეს ოდესაში? სააკაშვილის სიტყვასა და საქმეს შორის დიდი განსხვავებაა. ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილს შევხვდი. მეგობრულად ვისაუბრეთ. რეფორმებსა და სხვა საკითხებზე, რომელსაც არ გავასაჯაროებ. ისიც კი მითხრა, კარგი მინისტრი ხარ და საუკეთესო რეფორმებს ატარებო.

 

იცით, ადეკვატურ მინისტრად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ვხვდები, რომ უკრაინაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა მეტ-ნაკლებად შემიძლია. თუ ცალი ხელით შიდა მტრებსა და ინტრიგებს უნდა ვებრძოლო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მერე ხელით სისტემის ცვლილებას ვახერხებ. როგორც კი მივხვდები, ეს არ გამომდის, თანამდებობაზე დარჩენის მოტივაციაც აღარ მექნება. სწორედ ამ მიზნით სააკაშვილს მშვიდად ვუთხარი: ბატონო მიხეილ, მომიტანეს ქაღალდები, სადაც რუსულ კომპანიასთან თქვენი კავშირები იკვეთება, გადაღებულია შეხვედრებიც-მეთქი, მაგრამ წინადადების დასრულების შესაძლებლობა არ მომცა. სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება - ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - აცხადებს ავაკოვი.




წყარო: გაზეთიკვირის პალიტრა"



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016