reportiori.ge - „აფბა“: 2016 წლისთვის ნავთობის ფასი კიდევ უფრო შემცირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:21
ეკონომიკა
„აფბა“: 2016 წლისთვის ნავთობის ფასი კიდევ უფრო შემცირდება
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 14:47



ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ („აფბა") მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესები შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართული საწვავის ფასები ისევ არ მოდის თანხვედრაში მსოფლიო ტენდენციებთან.

 

„ნავთობის ფასმა ვარდნა 2014 წლის მაის-ივნისში დაიწყო და დღემდე გრძელდება, 2014 წლის პირველ კვარტალში მსოფლიო ბირჟებზე ბარელი ნავთობის ფასი 150 დოლარს უტოლდებოდა, დღეს კი ბარელის ფასი 36 დოლარამდეა დაცემული. ამ პერიოდში ნავთობზე ფასის ვარდნის მთავარ მიზეზად ნავთობზე მოთხოვნის შემცირება დასახელდა. 2014 წლის ივნისის თვიდან მოყოლებული დღემდე, ნავთობზე ფასები 76%-ზე მეტით შემცირდა და ბარელზე 36 დოლარს გაუტოლდა. 

 

ბოლო პერიოდში, ნავთობზე ფასების ვარდნას ხელი შეუწყო, ირანისთვის სანქციების მოხსნამ, შეგახსენებთ, რომ ირანი ბირთვული პროგრამის გამო, რამდენიმე წელი სანქცირებული იყო და ვერ ახდენდა საკუთარი ნავთობის ექსპორტს. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანმა მზაობა გამოთქვა, ნებისმიერ ფასად დაეკავებინა საკუთარი წილი ბაზარზე, რაც თავის მხრივ მიწოდების გაზრდას ნიშნავდა. ირანის ამ გადაწყვეტილებამ „ოპეკის" წევრი სხვა ქვეყნებიც აიძულა, ბაზარზე მიწოდება გაეზარდათ, რათა საკუთარი წილები შეენარჩუნებინათ. რამაც საბოლოოდ, ფასების კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია.

 

ბაზარზე ფასების ვარდნის შესაჩერებლად 4 დეკემბერს „ოპეკმა" სპეციალური სხდომაც მოიწვია, სადაც მოპოვების შემცირებაზე უნდა ესაუბრათ. თუმცა „ოპეკის" წევრმა ქვეყნებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შესაბამისად კარტელის წევრმა ქვეყნებმა მოპოვების შემცირებას მხარი არ დაუჭირეს და მათ არც ნავთობის მოპოვების კვოტები არ დაუდგინდათ. ამ გადაწყვეტილებამ ბაზარზე მყისიერად იმოქმედა და გადაწყვეტილებიდან, პირველივე ვაჭრობის შემდეგ, ნავთობი, ნიუ-იორკისა  და ლონდონის ბირჯებზე რამდენიმე დოლარით გაუფასურდა.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროცესებს დაემატა ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს საკუთარი ნავთობის გატანა ექსპორტზეც შეუძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ 2016 წლისთვის ნავთობზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება. შეგახსენებთ, რომ თითქმის 40 წელი აშშ-ს საკუთარი ნავთობი ექსპორტზე არ გაჰქონდა", - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.


ბაირახტარმა ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარსა და ქართულ საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესები ისევ არ მოდის თანხვედრაში ერთმანეთთან.


„მსოფლიო პროცესების პარალელურად, შემცირებები ქართული საწვავის ბაზარზეც ფიქსირდებოდა. მაგალითად 2014 წლის ივნისის თვიდან, როდესაც მსოფლიო ბაზარზე პირველი შემცირებები დაიწყო, 2015 წლის იანვრამდე, საქართველოში საწვავზე ფასები 15-18%-ით იყო შემცირებული, ამავე პერიოდში მსოფლიო ბაზარზე 58%-ნი კლება ფიქსირდებოდა.

 

თუმცა საინტერესოა, რამდენად შემცირდა საქართველოში საწვავზე ფასები საერთო ჯამში. 2014 წლის პირველ კვარტალში სანამ ნავთობის ფასები კლებას დაიწყებდა, ბარელის ღირებულება 150 დოლარს უტოლდებოდა, დღეს ბარელის ღირებულება 36 დოლარამდეა დაცემული, ანუ ბაზარზე გვაქვს 76%-ნი კლება. ამავე პერიოდში საქართველოში ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის მინიმალური ღირებულება 1,97 ლარი იყო, დღეს ერთი ლიტრი იგივე ტიპის საწევავი 1,56 ლარი ღირს, ანუ შემცირდა 20,81%-ით. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ეროვნული ვალუტის დევალვაციაც, რომელიც 32%-ს სცდება.

 

თუმცა 32%-ანი დევალვაციის გათვალიწინებითაც, ბაზრებს შორის სხვაობა დიდია. ლარის დევალვაციის გათვალისწინებით, ქართულ საწვავის ბაზარსა და მსოფლიო ფასებს შორის სხვაობა 22,41% გვაქვს. რაც ნათლად აჩვენებს, რომ ბაზარზე ჯანსაღი სიტუაცია ისევ არ არის", - განაცხადა ბაირახტარმა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016