სპორტი
FIFA-ს და UEFA-ს პრეზიდენტები 8 წლით ფეხბურთს ჩამოშორდებიან
21 დეკემბერი, 2015. 16:29
FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი 8 წლით ფეხბურთს ჩამოშორდებიან. გადაწყვეტილება FIFA-ს ეთიკის კომიტეტმა, გამოძიების შედეგად მიიღო. ბლატერსა და პლატინის ბრალი თანამდებობების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.
ბლატერი 50 000, ხოლო პლატინი 80 000 შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმეს.
კომიტეტის ცნობით, ბლატერმა ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია, ხოლო მიშელ პლატინიმ - UEFA-ს წესები. საქმე ეხება 2 მილიონ დოლარს, რომელიც ბლატერმა პლატინის 2011 წელს გადაურიცხა.
ბლატერიც და პლატინიც უარყოფენ დანაშაულს და აპირებენ, კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19