reportiori.ge - მსოფლიოში 54 ჟურნალისტი მძევლადაა აყვანილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:47
მედია
მსოფლიოში 54 ჟურნალისტი მძევლადაა აყვანილი
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 02:40


ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"  მძევლად აყვანილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.


დღეს, მსოფლიოში მძევლად 54 ჟურნალისტია აყვანილი - 26 სირიაში, 13 იემენში, 10 ერაყში და 5 ლიბიაში. ამასთან, დღეისათვის 153 ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობის გამო სხვადასხვა ქვეყნის ციხეში სასჯელს იხდის. ჟურნალისტებისთვის ხუთი ყველაზე რეპრესიული ქვეყნების სიას 23 დაპატიმრებული ჟურნალისტით ჩინეთი ლიდერობს. შემდეგ მოდის ეგვიპტე - 22 დაპატიმრებული ჟურნალისტით, ირანში 18 ჟურნალისტი იხდის სასჯელს, ერითრიაში 15 და თურქეთში 9.


დატყვევებული 54 ჟურნალისტიდან ყველა მძევლად შეიარაღებული დაჯგუფებების მიაერ არიან აყვანილი. ამ დაჯგუფებებიდან პრესის მიმართ ყველაზე დაუნდობელი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" და ალ ქაიდა არიან. მძევლად აყვანილი 54 ჟურნალისტიდან 53 მამაკაცია და ერთი ქალი.


გატაცებული ჟურნალისტების 70 პროცენტი იმ ქვეყნებშია მძევლად აყვანილი, სადაც კონფლიქტები მიმდინარეობს. ამასთან, მათი 95 პროცენტი იმავე ქვეყნის მოქალაქეები, დარჩენილი 5 პროცენტი კი უცხოელი მოქალაქეები არიან.


ჟურნალისტების მძევლად აყვანის შემთხვევები 2014 წელთან შედარებით, წელს 34 პროცენტით შემცირდა. ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ამ კლებას უკრაინაში, დონბასის რეგიონში ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შეწყვეტას უკავშირებს. კერძოდ კი, 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ათობით ჟურნალისტი იქნა გატაცებული, დაკავებული ან დაპატიმრებული 24 საათზე მეტი პერიოდით. 2015 წელს მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


წყარო



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016