reportiori.ge - სანდრო თვალჭრელიძე: ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია, ამას ევროპაშიც კარგად ხედავენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:28
პრეს-დაიჯესტი
სანდრო თვალჭრელიძე: ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია, ამას ევროპაშიც კარგად ხედავენ!
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 03:24


ექსპერტი  სანდრო თვალჭრელიძე „კვირის პალიტრასთან" ევროკომისიის დასკვნას, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ ამ გადაწყვეტილების მთვარი პლიუსი პოლიტიკური მხარეა.



„ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ტყუილად ცდილობენ პროცედურულ საკითხებზე აპელირებით მის დაკნინებას.

რა თქმა უნდა, თუ ვინმეს სურდა ევროპაში წასვლა, ამას აქამდეც ახერხებდა. ასევე ძალიან კარგია, რომ მას მერე, რაც გამარტივებული რეჟიმი ამოქმედდება, საკონსულოებთან არ მოგვიწევს საათობით რიგში დგომა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მხარეა. მთავარია, ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია და ამას ევროპაშიც უკვე კარგად ხედავენ და აღიარებენ. ევროპამ ამ ანგარიშით თქვა ის, რაც აქამდეც ვიცოდით - საქართველო ევროპის ნაწილია! ეს არის ჩვენი, როგორც საერთაშორისო აქტორის დაფასება, აქტორისა, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიის გზაზე. გარდა ამისა, ყველასთვის თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს როლი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჯერ უკრაინაში წამოიწყო ავანტიურა და ყირიმი მიიტაცა, მერე კი სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ევროპაში გვარიანად არიან შეშფოთებული კრემლის გადაწყვეტილებებით. ევროპის დამოკიდებულება რუსეთისადმი კიდევ უფრო ხისტი და მკაცრი რომ არ არის, ამის მიზეზია რუსული გაზი, რაზეც, სამწუხაროდ, დღეს დამოკიდებულია ევროპა, სადაც ყველა ხვდება, რომ აუცილებელია, მოინახოს ალტერნატიული გაზი!"- აცხადებს თვალჭრელიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016