სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ გამოძიების ეტაპზე იგი იცნობს კაპანაძის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც არ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის წარდგენილ ბრალდებას.
„ვერც ერთი მოწმე ვერ აძლევს ჩვენებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობის დასამტკიცებლად. გამოძიების ეტაპზე დაკითხულია ვახტანგ კაპანაძე. ვერც ის და ვერც სხვა მოწმეები ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას ვერ აძლევენ", - განაცხადა სამუშიამ.
სასამართლო პროცესს „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები მაია ფანჯიკიძე და ვიქტორ დოლიძე ესწრებიან.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.