reportiori.ge - სასამართლომ შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:59
სამართალი
სასამართლომ შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 13:42


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შალვა აბულაძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელების სიცოცხლის მოსპობისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის - განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:

 

„დანაშაული გათვალისწინებული  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით, 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და  მეორე ნაწილით. მოსამართლემ შალვა აბულაძეს სასჯელის სახედ და ზომად  უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შალვა აბულაძე 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე, გადაადგილებისას თან ატარებდა უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს, რა დროსაც  პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ბერუაშვილმა და გიორგი მახარაშვილმა ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს. შ.აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით  სასიკვდილოდ დაჭრა  გიორგი ბერუაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა გიორგი მახარაშვილს და მიიმალა.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა რომ, 2015 წლის 4 აპრილს, მიმალვაში მყოფი შალვა აბულაძე შემოწმების მიზნით, ქალაქ თბილისში  კვლავ შეაჩერეს ისანი-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა - ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა. შეჩერების მოწოდებისთანავე, შ.აბულაძემ  მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით გახსნა ცეცხლი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად  გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსდა.

 

2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ.თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების - მიმართულებით და კვლავ შეძლო მიმალვა.

 

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2015 წლის 10 აპრილს, შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს, დაკავებისას ამოღებულ იქნა „გლოკი"-ს სისტემის და ,,ПБ 6П9"-ს  სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ5-ის ტიპის ხელყუმბარა.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს  განაჩენით: შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 23 იანვარს გიორგი ბერუაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3531-ე მუხლის მესამე ნაწილზე (მცდელობა); შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით;  შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

 

შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 05 აპრილს ლევან გენგაშვილზე, ლევან ჩიხრაძეზე, მალხაზ სამსონიშვილზე და შალვა ჯინიყაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

 

შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

 

შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 4 აპრილს, ვახტანგ გულიაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19-353-ე მუხლის მესამე ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს ვალერიან გრძელიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 4 აპრილს, ბექა მარგიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შალვა აბულაძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია პრკურატურის განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016