reportiori.ge - თინა ხიდაშელი: ირინა ენუქიძე უნდა გვახსოვდეს, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:10
სამართალი
თინა ხიდაშელი: ირინა ენუქიძე უნდა გვახსოვდეს, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 16:30


საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, როდესაც ლევან მურუსიძის მოსამართლეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებევ, ყველას უნდა ახსოვდეს ირინა ენუქიძე.



ჟურნალისტები თინა ხიდაშელისგან დაინტერესდნენ, თუ რა მოსაზრება აქვს ლევან მურუსიძის მოსამართლეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით.


 

მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. როგორ გულითაც არ უნდა მინდოდეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, ვერ გავაკეთებ. ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, იქნება ბევრი სპეკულაციის საგანი, რომ ვერევი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. ერთადერთ რამეს ვიტყვი, დღევანდელი დღე და ირინა ენუქიძე უნდა გვახსოვდეს, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - განაცხადა ხიდაშელმა.



ხიდაშელის თქმით, თუკი შესაძლოა, ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობს დედა, რომელმაც გადაარჩინა სხვა დედის შვილები, ალბათ ასეთები ირინა ენუქიძე და ია მეტრეველი არიან.



ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს. ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, სულ პირველი საჯარო განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაკეთდა, იყო სწორედ ირინა ენუქიძის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა და ამის დაფასება. ეს სჭირდება მის ოჯახს, სჭირდება საქართველოს, რომ ამბავი, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა უმძიმესი მდგომარეობიდან, არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი. ამიტომ არის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი. სისტემა დაანგრია არა სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ, არამედ დაანგრია ირინა ენუქიძის გმირობამ. თუკი შესაძლოა ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობს დედა, რომელმაც გაადარჩინა ძალიან ბევრი სხვა დედის შვილები, ალბათ ირინა ენუქიძე და ია მეტრეველი არიან ასეთი დედები. პრეზიდენტს მადლობა მინდა ვუთხრა ირინა ენუქიძის წვლილის დაფასებისთვის, მის მიერ დაწყებული საქმის დაფასებისთვის. საქართველოს სჭირდება მუდამ ამის გახსენება, რომ აღარასოდეს დაგვემართოს განუკითხაობა, აღვირახსნილობა სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, რასაც შეეწირა სანდრო გირგვლიანი, ირინა ენუქიძე და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაშინდელ საქართველოში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016