reportiori.ge - ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელსაც კომპოზიტორი პატრიარქს უძღვნის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:31
კულტურა
ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელსაც კომპოზიტორი პატრიარქს უძღვნის!
22 დეკემბერი, 2015. 17:18


2016 წლის 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 83 წელი უსრულდება. იუბილესთან დაკავშირებით კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი შემოქმედებით საღამოს უძღვნის პატრიარქს. ღონისძიებისთვის მზადება ა/წ თებერვლიდან დაიწყო, როცა მისმა უწმინდესობამ ლოცვა-კურთხევა მისცა კომპოზიტორს ამ საღამოს ორგანიზებაზე. საღამოზე საპატრიარქოს გუნდი „გორის ქალთა კაპელა" შეასრულებს ჯემალ სეფიაშვილის ახალ სიმღერას, რომლის ტექსტიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტაყაოსანიდან" არის აღებული. კონცერტში მონაწილეობას 300 ადამიანი მიიღებს.

 

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. შემოქმედებით საღამოს დავარქვით „მიყვარხართ". ამ საღამოთი  ყველას გვინდა  გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მისი უწმინდესობისა და თითოეული მსმენელის მიმართ. კონცერტზე იქნება როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, საქართველოში ძალიან ბევრი კარგი მომღერალია, გული მწყდება, რომ ბევრი მათგანი ვერ იღებს მონაწილეობას ამ კონცერტში. სამწუხაროდ, ასე მოხდა და იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რადგან დროში  შეზღუდულები ვართ. კონცერტი გაგრძელდება 1 საათსა და 50 წუთს. ამ საღამოს ვერ ავაჟღერებ ყველა ჩემს ახალ სიმღერას, რადგან მაყურებელს აქვს თავისი საყვარელი სიმღერები და მათი მოსმენის საშუალება უნდა მივცეთ. ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ არანჟირებაზე, იქნება ძველი სიმღერების ახალი ვერსიები", - განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა „იმედის დილის" ეთერში.

 

 

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016