reportiori.ge - დავით ოქიტაშვილი: მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერითაც ტარდება ეს ღონისძიება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:20
კულტურა
დავით ოქიტაშვილი: მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერითაც ტარდება ეს ღონისძიება
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 17:50



შემოქმედებით საღამოზე, რომელსაც 4 იანვარს კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უძღვნის, მთავარი ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილია. ღონისძიება იქნება საქველმოქმედო და კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ მოხუცებსა და ბავშვებს.


„ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ღონისძიება. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერითაც ტარდება აღნიშნული ღონისძიება, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს. ღონისძიებას აზღვევს სადაზღვევო კომპანია „არდი". ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ 4 იანვარს ფილარმონიაში მისულმა მაყურებელმა ნახოს ის საოცრება, რასაც მომღერლები კომპოზიტორთან ერთად იქ მოსულ მაყურებელს თებერვლის თვიდან უმზადებენ. ღონისძიება არის საქველმოქმედო, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ მოხუცებსა და ბავშვებს. როგორც პატრიარქმა ბრძანა, როცა ამ ადამიანებთან მივალთ, უნდა ვუთხრათ, რომ ისინი გვიყვარს, გვახსოვს და მუდამ ჩვენს გვერდით იქნებიან. ამ ღონისძიებას აქვს ორი დადებითი მხარე, ზეიმი არის არა მხოლოდ პატრიარქის იუბილე, არამედ იმ ხალხის სიხარულიც, როცა ხვდებიან, რომ ისინი ვიღაცას ახსოვს. მე მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან როცა ქველმოქმედებას აკეთებ, ამაზე არ უნდა ილაპარაკო, თუმცა მინდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იმ თანხით, რაც 4 იანვარს შემოვა, დამსწრე საზოგადოება   მონაწილეობას მიიღებს  ამ დიდ საქველმოქმედო საქმიანობაში.  პირველად საქართველოში ფილარმონიის სცენაზე გამოყენებული იქნება დაახლოებით 100 კვ.მ-იანი ეკრანი. სცენაზე  იქნება საშობაო, საზეიმო განწყობა,  4 იანვარს მთელი საქართველო იზეიმებს ჩვენი უწმინდესის დაბადების დღეს.  მადლობა  ჩვენს საყვარელ კომპოზიტორს, რომელიც ასეთ ლამაზ საღამოს გვიმზადებს, ეს იქნება ძალიან თბილი საღამო და სახელწოდებაც შესაბამისია - „მიყვარხართ", - ამბობს ოქიტაშვილი „იმედის"  „დილის ეთერში". 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016