reportiori.ge - წმინდა ნიკოლოზის სამშობლო, ანტიკური ლუკია და მისი გასაოცარი, კლდეებში გამოკვეთილი სამარხები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:17
პრეს-დაიჯესტი
წმინდა ნიკოლოზის სამშობლო, ანტიკური ლუკია და მისი გასაოცარი, კლდეებში გამოკვეთილი სამარხები
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 12:06


ლუკია - წმინდა ნიკოლოზის სამშობლოა. იგი ცხოვრობდა ქალაქ მირაში (270-345 წ) და მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი იყო. ლუკია - უძველესი ქვეყანაა. ლუკიელების შესახებ ცნობებს ჰომეროსის „ილიადაში“ ვპოულობთ. ისინი ილიონის დამცველთა რიგებში იყვნენ და ჰომეროსი მათ „ტროანულ ტომად“ მოიხსენიებს.


P1030036_sm



ქვეყანა ლუკია მდებარეობდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ანატოლიაში. ლუკია იყო ზღვისპირა ქვეყანა, რომლიდანაც, დაწყებული ჩვ.წ.-მდე 14 საუკუნიდან, მეკობრეები მძარცველურ თავდასხმებს ახდენდნენ ეგვიპტეზე. საბოლოოდ, მათ ეწოდათ „ზღვის ხალხი“.



lycian_sepulchres_11



ლუკიელები ლაპარაკობდნენ ხეთურ-ლუვინურ ენის დიალექტზე.  ჩვ.წ-მდე მე-5 საუკუნეში მათ უკვე საკუთარი დამწერლობაც ჰქონდათ.



lycian_sepulchres_27



ჩვ.წ-მდე მე-4 საუკუნიდან ლუკიაში გაბატონდნენ სპარსელები, შემდეგ ალექსანდრე დიდი, შემდეგ ეგვიპტის მბრძანებლები პტოლემეები, შემდეგ რომაელები, შემდეგ ბიზანტიელები.



lycian_sepulchres_12



ხოლო მე-11 საუკუნეში აქ მუსლიმანები გაბატონდნენ და ლუკიელებიც, როგორც ერი, გაქრა. მათგან დარჩა ულამაზესი, კლდეში გამოკვეთილი სამარხები, ბარელიეფები, სარკოფაგები.



lycian_sepulchres_13



ისტორიული ცნობების თანახმად, ლუკიაში იყო 70 ქალაქი. როდესაც ლუკია რომის შემადგენლობაში შევიდა, აქ უკვე მხოლოდ 23 ქალაქი იყო, რომლებმაც ქალაქთა გაერთიანება შექმნეს და ეკონომიკურად ძლიერები იყვნენ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ქალაქები იყო - ქსანფოსი, პათარა, პინარა, ოლიმპოსი, მირა და ტლოსი.



Myra._Reliefs_from_tombs



კლდეში გამოკვეთილი სამარხები იმეორებენ იმ ეპოქის სახლების პრინციპს. მიცვალებულს მაღალ სარკოფაგზე ასვენებდნენ, თან ატანდნენ ტანისამოსს, ძვირფასეულობას, სანოვაგეს. ოთახში ერთი შესასვლელი იყო და მას დიდი ქვით ლუქავდნენ.



_IGP3810



myragorod26


AN00032808_001_l1.preview  


59


JUvvn7DZD2A


lycian-pillar-tomb  


lycian-tomb-amyntas  


lycian-sarcophagus-tomb



წყარო: mirchie-love.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016