სამკვდრო-სასიცოცხლო ომია... იაცენიუკისა და ავაკოვის მხარეს ჯო ბაიდენია, მიხეილ სააკაშვილის მხარეს კი - ჯონ მაკკეინი
საერთაშორისო მაწანწალა და სამშობლოს გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი განსაცდელშია, ის ან გადარჩება და გახდება უკრაინის პირველი პირი, ან საბოლოოდ დასამარდება მისი პოლიტიკური კარიერა. „უკრაინული სასიყვარულო სამკუთხედი" ასეთია - ერთმანეთთან დაპირისპირებული ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, შს მინისტრი ავაკოვი და პრემიერ-მინისტრი იაცენიუკი, ეს ყველაფერი კი უდრის იმ ანეკდოტს, როცა სომეხი, ქართველი და ებრაელი ერთმანეთის გაგდებას ცდილობენ „მშობლიური უკრაინიდან".
გასულ კვირას შს მინისტრ ავაკოვისგან წყალშესხმული მიშა უკრაინის ყველაზე სკანდალური ფიგურა გახდა. შს მინისტრმა ავაკოვმა „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა: „ვაქვეყნებ ნულოვანი ტოლერანტობის ამსახველ მასალას საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. სააკაშვილი არის შიზოფრენიით დაავადებული პოპულისტი. რეფორმების რადაში ბატონმა სააკაშვილმა ჩემს კითხვაზე, რატომ ურთიერთობდა ის ოდესის საპორტო ქარხანასთან დაკავშირებით რუს ოლიგარქ ურალხინთან და როგორ არის ეს დაკავშირებული უკრაინის საპორტო ქარხნის პრივატიზაციასთან, თვითკონტროლი დაკარგა. ოდესის გუბერნატორი ისტერიკაში ჩავარდა და ღრიალი დამიწყო. არავის აქვს უფლება, ასე ელაპარაკოს სააკაშვილს, შენ ხარ კორუმპირებული, ქურდი მინისტრი, შენს მხარეს თუ არის ძალა, ჩემს მხარეს არის პატიოსნება. თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და წყალი შევასხი. უხერხული კითხვები იწვევს ისტერიკას, მომბეზრდა არტისტები და ცირკის მსახიობები, მე არ ვაპირებ, მოვითმინო ნაძირალას თავხედობა, რომელიც ეძებს ხმაურიან საბაბს გადადგომისთვის, არ ვაპირებ, ავიტანო თავხედი, რომელიც ატყუებს ჩემს ქვეყანას ლამაზი პოზით, თითქოს, ყველა ნაძირალაა, თავად კი პატიოსანი. კორუმპირებული ციხეში უნდა ჩასვა..."
ავაკოვმა შეურაცხყოფისთვის მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა.
ძალიან ახლოა ის დრო, როცა მიშა მართლაც რომ სამშობლოს გარეშე დარჩება.
„წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო", - ეს რეპლიკა აღმოჩნდა წყალგამყოფი, რომ პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილის მხარე დაეჭირა. ამათზეა ნათქვამი, _ არც ერთი იყო უკრაინელი და არც მეორე, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ვერ იყოფენ უკრაინას. სააკაშვილმა დედის გინება შეირგო, თუმცა დროებით. რამდენიმე დღეში სააკაშვილმა ჩვეულებას არ უღალატა და ატვირთა ფარული ჩანაწერი, სადაც თითქოსდა ავაკოვი არასრულწლოვან ბიჭზე ძალადობს. სააკაშვილის ხელწერა ყველამ იცნო და ეს უკრაინისთვის არ აღმოჩნდა დრამატული ფაქტი. ქართველ მებრძოლთა რაღაც ნაწილმა სააკაშვილის დასაცავად ავაკოვის მისამართით მუქარის ტექსტი გააჟღერა, თუმცა სააგენტოების საშუალებით ვიგებთ ინფორმაციას, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები სააკაშვილს დაუპირისპირდნენ, - ჩვენ უკრაინას ვიცავთ და არა მიხეილ სააკაშვილს.
დონბასში მეომარმა მოხალისეებმა ბრიფინგი გამართეს და სააკაშვილს უპასუხეს იმ განცხადებაზე, სადაც მან ავაკოვის მებრძოლებად მოიხსენია ისინი.
„ატოს კავშირის" ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ გუბერნატორს ურჩევნია, ოდესას მიხედოს და არ ჩაერიოს პოლიტიკაში. სააკაშვილო, შენ ხარ პრეზიდენტს მასხარა, ჯიბის ბატალიონები უკრაინაში არ არსებობს. თქვენ არც პროკურორი ხართ და არც შს მინისტრი, საქმეს მიხედეთ და თავი დაანებეთ პიარგანცხადებებს. ქართველი მოხალისე მებრძოლი გოჩა ბახია აცხადებს, რომ სააკაშვილი ვალდებულია, ბოდიში მოუხადოს ყველა იმ მოხალისეს, რომელმაც უკრაინის დასაცავად ოკუპანტებთან ბრძოლაში სიცოცხლე გაწირა. ისინი წავიდნენ უკრაინის დასაცავად და არა სააკაშვილის, კიდევ ერთი, არანაირი კერძო სამხედრო კომპანია, როგორც ამას სააკაშვილი ამბობს, არ არსებობს.
სააკაშვილის თავზე რომ შავმა ღრუბლებმა მოიყარა თავი, ეს ავაკოვთან დაპირისპირებამდე უფრო ადრე გამოჩნდა, კოლომოისკიმ სააკაშვილს ცილისწამებისა და შეურაცხყოფის გამო უჩივლა და სასამართლო მოუგო. სასამართლოს ვერდიქტის მიხედვით, ტელეკომპანია „ტსნ"-ის საინფორმაციო სტუდიას „1+1"-ს დაეკისრა სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და სასამართლო გადაწყვეტილების თავიდან ბოლომდე წაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 19 ივლისს სააკაშვილმა საინფორმაციო სტუდიაში ბიზნესმენ კოლომოისკის წინააღმდეგ ბრალდებები გამოთქვა, რომ ის არის კონტრაბანდისტი და გადასახადებს არ იხდის. მოკლედ.
სამკვდრო-სასიცოცხლო ომია... იაცენიუკისა და ავაკოვის მხარეს ჯო ბაიდენია, მიხეილ სააკაშვილის მხარეს კი - ჯონ მაკკეინი.
ვისი აჯობებს და ვის უფრო დიდი ძალა აქვს, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. პოროშენკოს ბლოკის წევრი მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს, კერძოდ კი, შს ოდესის ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელს გია ლორთქიფანიძეს კორუფციაში ადანაშაულებს.
დიმიტრი გოლუბოვი აცხადებს, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს უკვე წარუდგინა დოკუმენტები და სამართლებრივ რეაგირებასაც ელოდება. სააკაშვილის გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ცდილობს განერიდოს ამ პოლიტიკურად შეშლილ ლიდერს, რადგან იციან, რომ თუ სააკაშვილი ამ ბრძოლაში წააგებს, უკრაინის ციხეებს ვეღარც გამოასწრებენ.
ჩნდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი თავის მეგობარ ქალბატონს, მომღერალ სოფო ნიჟარაძეს უკრაინელი ხალხის ფულით „აგულავებს". საქართველოს მოსახლეობისგან განსხვავებით, ამ ფაქტს ცუდად აღიქვამს უკრაინელი ხალხი და სათანადოდ რეაგირებს. უკვე მერამდენედ დაიწერა, რომ სოფო ნიჟარაძეს უკრაინელი ხალხის ფულით ამოგზაურებს. გაჩნდა ინფორმაციები, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა შესაძლოა, სააკაშვილი დააპატიმრონ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი იაცენიუკსა და ავაკოვს საპროტესტო აქციების მოწყობით დაემუქრა და მხარდამჭერების ჩაყვანას რეგიონებიდან აპირებს.
„ნაცმოძრაობის" ლიდერის გიორგი ვაშაძისა და ქალაქის ყოფილი პროკურორის მურთაზ ზოდელავას ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ვაშაძის საუბრიდან შევიტყეთ, რომ სააკაშვილი აღმოჩნდა ძალიან უმადური, ნაბიჭვარი, ღორი. ძებნილი ნაპრეზიდენტალი პოროშენკომ შეიფარა, თანამდებობაზე დანიშნა და ახლა ის პოროშენკოს აშანტაჟებს ოპოზიციაში გადასვლით. ვაშაძე ზოდელავას ეკითხება, - ნეტა, გამაგებინა, რისი თავი აქვს. პოროშენკო ყველა ბიზნესმენს უბრძანებს, არავინ დააფინანსოს, რითი აპირებს ბრძოლას?.. ამ ფონზე ჩნდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში ხელისუფლების დამხობის მიზნით სააკაშვილი 25 დეკემბერს აქციებს იწყებს. იგი რევოლუციისთვის ემზადება. რაც არ გამოუვიდა საქართველოში მეორე მცდელობისას, აპირებს, რომ ეს უკრაინაში გააკეთოს. სააკაშვილი არ აპირებს, შეიწეროს ავაკოვის ნასროლი ჭიქა და თვლის, რომ პოროშენკო ლაჩარია.
სააკაშვილი მოუწოდებს, რომ ყველა გამოვიდეს უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა თავად სააკაშვილია ორაზროვანი თავად უკრაინელებისთვის, საინტერესოა, ამ პროცესში ვის მხარეს დაიჭერს ვაშინგტონი...
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"