reportiori.ge - სოსო ცინცაძე: ვიზა-ლიბერალიზაცია ძალიან დადებითი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:24
პრეს-დაიჯესტი
სოსო ცინცაძე: ვიზა-ლიბერალიზაცია ძალიან დადებითი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 11:36



პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ევროპასთან ვიზის ლიბერალიზებას დადებითად აფასებს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ევროპაში წასასვლელად არათუ ვიზა, არამედ თანხების არარსებობა აფერხებთ. ამის შესახებ ცინცაძე „კვირის ქრონიკას" ესაუბრა.


„ნებისმიერ შემთხვევაში, ეპითეტების გარეშე რომ ვთქვათ, ვიზა-ლიბერალიზაცია ძალიან დადებითი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. რაც უფრო მეტ ქვეყანაში გვექნება ჩასვლისა და მოგზაურობის უფლება, მით უკეთესია. გაივლის ეს ეიფორია, ზეიმი, სიხარული და მთავარია, მშრალი ნარჩენების სახით რა შეგვრჩება ხელში. რამდენი რიგითი მოქალაქე ისარგებლებს ამ პრივილეგიით, ჟურნალისტებმა ეს უნდა გამოიკვლიოთ. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იმიტომ ვერ დადიოდა ევროპაში სამოგზაუროდ, რომ არ ჰქონდათ ფული. მათთვის, ვისაც ფული ჰქონდა, ვიზის აღება და ევროპაში მოგზაურობა პრობლემა ისედაც არ იყო. მოკლედ, როგორც ყველა გზა რომისკენ მიდის, ასე ყველა გზა ფულისკენ მიდის. თუ ფული ექნება ხალხს, მათთვის მოგზაურობა პრობლემა ისედაც არ იქნება", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

 

 

წყარო:   „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016