reportiori.ge - ალექსანდრე თვალჭრელიძე: ელისაშვილის ადგილზე მაშინვე ავყვირდებოდი და დავტოვებდი თანამდებობას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:31
პრეს-დაიჯესტი
ალექსანდრე თვალჭრელიძე: ელისაშვილის ადგილზე მაშინვე ავყვირდებოდი და დავტოვებდი თანამდებობას
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 12:24



შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებულ პროცესებს დიდ სიბინძურეს უწოდებს ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე. მისი თქმით, ეს ისეთი პოლიტიკური თამაშია, რომელსაც გამარჯვებული არ ეყოლება.


„ისმის კითხვა: რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი ელისაშვილმა ახლა და არა წელიწადნახევრის წინ, როდესაც თურმე ეს პროცესები მიმდინარეობდა? რატომ მაინცდამაინც ახლა, როდესაც არჩევნები მოახლოვდა?! თუ ეს მართალია და დამტკიცდება, რომ დასახელებული და კიდევ სხვა მაღალჩინოსნებიც ცდილობდნენ მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შესაწყალებელ პირთა სიაში შეყვანას, ისინი აუცლებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. ამ საქმის ჩაფარცხვა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. სრულიად დარწმუნებული ვარ, შეწყალების სკანდალი უკავშირდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა ძნელია გარკვევა, ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან. ამბობენ, რომ ელისაშვილს ისევ სახელისუფლებო ჯგუფის ერთი ნაწილი უმაგრებს, თუმცა არ გამოვრიცხავ, ელისაშვილის უკან რომელიმე ახალგამოჩენილი პოლიტიკური ძალაც იყოს, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას ამგვარად ცდილობდეს", - აცხადებს ექსპერტი.


მისი თქმით, ერთი რამ ცხადია, რომ ამ სკანდალიდან „სუფთა ხელებით ვერავინ გამოვა".


„ყოველთვის მომწონდა ალეკო ელისაშვილი, ვგულშემატკივრობდი კიდეც, მაგრამ მე მის ადგილზე, როგორც კი დავინახავდი ამგვარ ზეწოლას, მაშინვე ავყვირდებოდი და დავტოვებდი თანამდებობას", - განაცხადა თვალჭრელიძემ.




წყარო: კვირის პალიტრა

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016