reportiori.ge - „უსაფრთხოების სფეროში ჩვენთან თანამშრომლობის მიმართულებით, პარტნიორების დაინტერესება გაიზარდა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:22
პრეს-დაიჯესტი
„უსაფრთხოების სფეროში ჩვენთან თანამშრომლობის მიმართულებით, პარტნიორების დაინტერესება გაიზარდა“
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 13:14



„აქცენტის" კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სვანაძე პასუხებს.

 

- ბატონო გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დათანხმდით ჩვენთან ინტერვიუს.როგორც ვიცი, 8-10 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ორგანიზებით გაიმართა ევროკავშირის „ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვისპოლიტიკის" პირველი მაღალი დონის კონფერენცია, რომელზეც განხილული იყო  ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოებისა და მიგრაციისთემები.უფრო დაწვრილებით ამ თემაზე.


-დიახ,კონფერენცია ნამდვილად მასშტაბური იყო. სპეციალურად კონფერენციაზე მოხსენებით წარსადგომად საქართველოში ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვიდა. საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის პრორექტორი - ევროკავშირის კურსების ხელმძღვანელი იოჰან რელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის მისიების დაგეგმარების სამსახურის უფროსი მარკ ფრანკო. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შს სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მთავარი პროკურატურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი პირები. აღსანიშნავია, რომ „ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის" მაღალი დონის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობდა. ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და ევროკავშირის მისიის თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა. სამი დღის განმავლობაში აქტიური მსჯელობა-დისკუსია მიმდინარეობდა მთელი მსოფლიოსთვის ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმი და მიგრაცია. სწორედ ამ თემებზე წაიკითხეს  მოხსენება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის ანალიტიკოსებმა მარიამ ჭუმბაძემ, გიორგი ტიელიძემ და სერგო თურმანიძემ.

 

- ბატონო გიორგი. მართლაც აქტუალური საკითხებია და ალბათ მკითხველს დააინტერესებს, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო კიბერუსაფრთხოებისა და ტერორიზმის კუთხით?


-დღეისთვის საქართველო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში შექმნილი 5 სამუშაო ჯგუფიდან 3-შია ჩართული. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები და სხვადასხვა შესაბამისი უწყებები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში. ამ შეხვედრებზე ჩამოყალიბებული მიდგომების გათვალისწინებით ხდება ქვეყნის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა. უნდა ითქვას ისიც, რომ საგრძნობია ჩვენი მთავარი პარტნიორების დაინტერესების გაზრდა საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ეს ძალზე პოზიტიურ განვითარებას წარმოადგენს, რადგან ადასტურებს, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც უსაფრთხოების პოლიტიკის ძალიან მაღალი სტანდარტები და კარგად განვითარებული, თანამედროვე სისტემები გააჩნიათ, საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევენ. საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან სახელმწიფოები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის სფეროში - იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელთა წინაშეც თავად დგანან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების დახმარება ტერორიზმთან ბრძოლის განმახორციელებელი ქართული უწყებებისთვის. თანამშრომლობა შესაძლოა მიზნად ისახავდეს საქრთველოში ტერორიზმთან ბრძოლის განმახორციელებელი სუბიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, ისევე როგორც შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია უცხოელი პრაქტიკოსი ექსპერტების გამოცდილების გაცნობა. რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას, ბოლო წლებში განხორციელდა კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ინსტიტუციონალიზაცია, რაც უპირველესად გულისხმობს იმას, რომ კიბერუსაფრთხოება მიჩნეულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად. შესაბამისად, ეს სფერო ასახულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ დოკუმენტებში: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტში. სწორედ ამის საფუძველზე შემუშავდა 2013 წელს სპეციალური დოკუმენტი - საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ თვეში საბჭოს აპარატმა განახორციელა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულების მონიტორინგი. შედეგად დადგინდა, რომ  სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულდა, რაზეც ინფორმაცია კონფერენციის მონაწილეებსაც მივაწოდეთ.აქვე მინდა ავღნიშნო ისიც,რომ ამ კონფერენციამ ჩვენ მოგვცა საშუალება, არა მხოლოდ გაგვეზიარებინა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა უსაფთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში, არამედ გვეჩვენებინა, თუ რა დონეზეა ამ მომენტისთვის განვითარებულისაქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები დადაგვესახა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი გეგმები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს ჩართულობაა.


- რას ნიშნავს სამოქალაქო მისიებში საქართველოს ჩართულობა?


-2013 წელს ვილნიუსის სამიტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილმა ჩარჩო-შეთანხმებამ ,,ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისთვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე", საქართველოსთვის შექმნა ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძველი. ზემოხსენებული შეთანხმების მიხედვით, საქართველოს დაეკისრა ვალდებულება განევითარებინა შიდა კანონმდებლობა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარტმა, როგორც ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების მაკოორდინირებელმა უწყებამ, მოახდინა რამდენიმე სამართლებრივი აქტის შემუშავება, რომლებიც არეგულირებს საქართველოს კონტიგენტის ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის საკითხებს. სამხედრო მისების პარალელურად, საქართველოს ისტორიაში პირველად, წელს, ჩვენი ქვეყანა ჩაერთო ევროკავშირის სამოქალაქო მისიებშიც. კერძოდ, საქართველოს წარმომადგენელი წარგზავნილია უკრაინის მრჩეველთა მისიაში ადამინაური რესურსების მართვის საკითხებში ექსპერტის სტატუსით.


- სამომავლო გეგმები?


-სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე - კრიზისული სიტუაციების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სულ მალე, ფუნქციონირებას დაიწყებს კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ე.წ. სიტუაციური ოთახი (შიტუატიონ ღოომ). ოთახი აღჭურვილია ყველა შესაბამისი მოწყობილობით, რომელიც საჭიროა კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვისთვის. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა.  ასეთი აღჭურვილობის და ფუნქციის მქონე უქწყება და ოთახი მანამდე არასდროს ყოფილა საქართველოში.ეს ბრიტანული „კობრა"-ს ქართული ვარიანტია. გარდა ამისა,უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება კიბერუსაფრთხოების თემაზე სემინარები,რომელსაც ევროკავშირის ეგიდით, ესტონელ კოლეგებთან ერთად ჩავატარებთ.




წყარო: accent.com.ge

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016