reportiori.ge - ლევან მურუსიძე: გირგვლიანების ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მე მომხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:37
სამართალი
ლევან მურუსიძე: გირგვლიანების ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მე მომხვდა
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 14:13



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გირგვლიანების ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მას მოხვდა.


 

ჩვენც ადამიანები ვართ, ოჯახები გვყავს, გული შეგვტკივა კონკრეტულად ყველა საქმეზე და ყველა თემაზე, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, სასამართლო მოქმედებდა იმ კანონებით, რომელიც მიღებული იყო და არ შეეძლო, მოცემულ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მინდა, მივმართო საზოგადოებას, შვილმკვდარ მამას - ერთადერთი, რასაც ისინი ითხოვდნენ, იყო, მოსამართლეს გაეხადა მოსამართლის მანტია და პროკურორის უფლებამოსილებით აღჭურვილიყო და გარდა შემსრულებლებისა, პასუხისგებაში მიეცა სხვა პირები, ვინც იყვნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები. სამართლებრივად, გვითხარით, რა დავაშავე, რა დააშავა უზენაესმა სასამართლომ? რა გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიეღო და არ მიიღო? ერთადერთი ჩემი წუხილი არის ის, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელსაც მე პიროვნულად განვიცდი, იმ ოჯახის ტრაგედიასაც განვიცდი. იმ ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მე მომხვდა. მე ამას განვიცდი, ადამიანურად განვიცდი, მაგრამ მინდა გაიგოთ, რომ ეს იყო კანონები, რომელიც თავსმოხვეული იყო სასამართლოს წინაშე და უნდა დავილაპარაკოთ, რომ მომავალშიც არ განმეორდეს იგივე. ის კანონები, რომლებიც მოქმედებდა მაშინ, მოქმედებს დღესაც, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ, მოხდეს ხელისუფლებასთან დიალოგი და შევცვალოთ კანონები, რომლებიც არ მოგვწონდა 10 წლის წინ. ისინი მოქმედებს დღესაც და მოსამართლეებს ხელ-ფეხი უნდა გაეხსნათ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება არამარტო კანონიერი, არამედ საზოგადოებისთვის სამართლიანიც", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

 

უფრო კონკრეტულად, მურუსიძის თქმით, საუბარია იმაზე, რომ სასამართლოს მიეცეს საქმის გამოძიებაში დაბრუნების საშუალება. მოსამართლეების თქმით, დღეს მოსამართლეს კითხვის დასმის საშუალებაც არ აქვს.



ლევან მურუსიძე ბოლომდე აპირებს, იბრძოლოს სააპელაციო სასამართლოში უვადო წევრად დანიშნვისთვის და ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში ყველანაირად შეეცდება, არსებული კანონების შეცვლას მიაღწიოს.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016