reportiori.ge - გიორგი სვანაძე: კიბერუსაფრთხოება მიჩნეულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:31
პრეს-დაიჯესტი
გიორგი სვანაძე: კიბერუსაფრთხოება მიჩნეულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 15:19

 

 

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო კიბერუსაფრთხოებისა და ტერორიზმის კუთხით? - ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სვანაძე „აქცენტს" ესაუბრა.



„დღეისთვის საქართველო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში შექმნილი 5 სამუშაო ჯგუფიდან 3-შია ჩართული.სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები და სხვადასხვა შესაბამისი უწყებები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში. ამ შეხვედრებზე ჩამოყალიბებული მიდგომების გათვალისწინებით ხდება ქვეყნის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა. უნდა ითქვას ისიც, რომ საგრძნობია ჩვენი მთავარი პარტნიორების დაინტერესების გაზრდა საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ეს ძალზე პოზიტიურ განვითარებას წარმოადგენს, რადგან ადასტურებს, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც უსაფრთხოების პოლიტიკის ძალიან მაღალი სტანდარტები და კარგად განვითარებული, თანამედროვე სისტემები გააჩნიათ, საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევენ. საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან სახელმწიფოები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის სფეროში - იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელთა წინაშეც თავად დგანან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების დახმარება ტერორიზმთან ბრძოლის განმახორციელებელი ქართული უწყებებისთვის. თანამშრომლობა შესაძლოა მიზნად ისახავდეს საქრთველოში ტერორიზმთან ბრძოლის განმახორციელებელი სუბიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, ისევე როგორც შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია უცხოელი პრაქტიკოსი ექსპერტების გამოცდილების გაცნობა.

 

რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას, ბოლო წლებში განხორციელდა კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ინსტიტუციონალიზაცია, რაც უპირველესად გულისხმობს იმას, რომ კიბერუსაფრთხოება მიჩნეულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად. შესაბამისად, ეს სფერო ასახულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ დოკუმენტებში: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტში. სწორედ ამის საფუძველზე შემუშავდა 2013 წელს სპეციალური დოკუმენტი - საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ თვეში საბჭოს აპარატმა განახორციელა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულების მონიტორინგი. შედეგად დადგინდა, რომ  სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულდა, რაზეც ინფორმაცია კონფერენციის მონაწილეებსაც მივაწოდეთ. აქვე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ ამ კონფერენციამ ჩვენ მოგვცა საშუალება, არა მხოლოდ გაგვეზიარებინა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში, არამედ გვეჩვენებინა, თუ რა დონეზეა ამ მომენტისთვის განვითარებული საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და დაგვესახა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი გეგმები", - განაცხადა სვანაძემ.


 

წყარო: accent.com.ge




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016