reportiori.ge - სოზარ სუბარი: ჩემს წინააღმდეგ ვერაფერი აგორდება, ყველანი წყნარად იყვნენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:29
პრეს-დაიჯესტი
სოზარ სუბარი: ჩემს წინააღმდეგ ვერაფერი აგორდება, ყველანი წყნარად იყვნენ!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 15:57


 

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოზარ სუბარი შესაძლოა, შეწყალების კომისიის სკანდალში გაეხვეს. ინფორმაციის თანახმად, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კრიმინალური ავტორიტეტი თენგიზ გურჩიანი ზოგიერთ დეპუტატს დააკავშირა.  ამ საკითხზე კომენტარი სუბარმა „კვირის პალიტრასთან" გააკეთა:


„ჩემს წინააღმდეგ ვერაფერი აგორდება, მით უფრო მაგ საქმეში, ამიტომ ყველანი წყნარად იყვნენ", - აღნიშნა სუბარმა.


რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას და შეწყალების კომისიის სკანდალს, სუბარის თქმით, მასზეც იყო ზეწოლა, მაგრამ ამაზე არასოდეს უსაუბრია.


„როგორ შეიძლება, ადამიანი შეწყალების კომიის წევრი იყო და არავინ შეგაწუხოს, მით უფრო, თუ თავმჯდომარე ხარ. ჩემზეც იყო ზეწოლა, როცა პარლამენტის წევრები საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ოდესმე მითქვამს? მიშას ჩემთვის ბევრჯერ დაურეკავს, გვიჩხუბია კიდეც, მაგრამ ამას ზეწოლად არ აღვიქვამდი, რადგან სახალხო დამცველი რომ ხარ, უნდა გაუძლო. ალეკოს თუ ვინმე ურეკავდა და სთხოვდა, გააკეთა რამე? ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება და არ მინდა სპეკულაცია", - განაცხადა სუბარმა.

 

 

 

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016