„მე ვაჩვენებ იმას, რაც საზოგადოებას აქამდე არ უნახავს", -ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდარვა აცხადებს, რომელიც ამ დროისთვის მრავალსერიან დეტექტივზე „9+1" მუშაობს. ფილმში ასახულია „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი. როგორც რეისორმა „კვირის პალიტრას" განუცხადა, ფილმის სიუჟეტის განსავითარებლად ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, ზურაბ ირემაძის და სხვათა საქმეებია აღებული.
„სულ 24 სერია იქნება, თითოეული 40-წუთიანი. ეს ფილმი საზოგადოებას 2003-2012 წლებს შეახსენებს. სიუჟეტი ტრაგიკომიკურად ვითარდება.
ყველაზე შთამბეჭდავია ციხის კადრები. მე დავპირდი „ნაციონალურ მოძრაობას", რომ ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი. ამ ფილმით სწორედ ამას ვაკეთებ. ფილმს საფუძვლად უდევს სასამართლო პროცესი, სადაც საქმეები ირჩევა და შემდეგ მთავარ გმირებზე (მათ ცხოვრებაზე) გადადის ყურადღება...
18 ათას საქმეს გავეცანით. ამაზე მუშაობდა 4 ჟურნალისტი, 4 სხვა თანამშრომელიც და 5 სცენარისტი. 700 ინტერვიუ გვაქვს ჩაწერილი იმ ადამიანებთან, ვინც იჯდა ციხეში, ვინც აწამეს და ა.შ. მათი მონათხრობი სცენარის შექმნაში გვეხმარებოდა. მათში ყველა მონაწილეობს პრეზიდენტით დაწყებული, უკანასკნელი „კლუჩნიკით" დამთავრებული...", - ამბობს რეჟისორი.
ამ დროისთვის ჯერ 6 სერიაა გადაღებული, გაზაფხულისთვის მზად 15 სერია იქნება.
წყარო: „კვირის პალიტრა"