reportiori.ge - გიორგი შენგელაია: ღარიბაშვილმა უნდა დაარტყას მუშტი და თქვას...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:33
პრეს-დაიჯესტი
გიორგი შენგელაია: ღარიბაშვილმა უნდა დაარტყას მუშტი და თქვას...
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 16:58



„როგორი იყო 2015 და რას უნდა ველოდოთ 2016 წელს?" - ამ სათაურით გაზეთი „საქართველო და მსოფლიო" აქვეყნებს სტატიას. კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია ამბობს, რომ მძიმე წელი იყო და არც მომავალი ჩანს იოლი:

 

„ჩვენს ნაკლოვანებებს მივხედოთ და ქრისტეს მცნებანი გავიხსენოთ, სახარებაში ჩავიხედოთ ხშირად: „გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი". და არა - სააკაშვილი და მისი ხალხი და ეს, უცხოეთიდან გადმოღებული კოჰაბიტაცია. ეგ ხალხი - „ნაციონალები" - არ ვარგა. აი, ხომ ნახეთ, გუშინ თუ გუშინწინ უკრაინაში როგორც იქცეოდა ეგ კაცი - სააკაშვილი?!

 

ნაცებმა არჩევნებში შეიძლება ხმების რაღაც ნაწილი მიიღონ, რადგან ჰყავთ თავიანთი კაცები, რომლებიც იმ დროს ფულს აკეთებდნენ და ახლა ვერ აკეთებენ, მაგრამ მაგათი დრო წასულია.

 

საზოგადოდ, ეს წელიწადი მძიმე იყო. მომავალიც იოლი არ ჩანს. ევროკავშირში ჩვენი შესვლა ხანგრძლივი პროცესია, უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელსაც გვიყენებენ, რაც ორ-სამ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ შესრულდება. ჯერ კიდევ კონფუცი ამბობდა, ყველაზე ცუდი სახელმწიფო არის ღარიბი სახელმწიფოო...

 

ჩვენთან ყველანი ადგილებისთვის იბრძვიან, ეს ხომ ჩანს. ამ მთავრობის მიკვირს: რამდენჯერ ვთქვი და დავწერე გაზეთში - გააუქმეთ ეს პრემიები, კაცო, აჩვენეთ, რომ მართლა ხალხის მთავრობა ხართ, მაგრამ ერთი გრაფიდან მეორეში გადააქვთ და ყველაფერი უცვლელად რჩება.

 

ღარიბაშვილმა უნდა დაარტყას მუშტი და თქვას: არავითარი პრემიები და არავითარი დანამატები!" - ამბობს შენგელაია.




წყარო: გაზეთისაქართველო და მსოფლიო"



 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016