reportiori.ge - შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:46
სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 17:57




შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზაზა ბ. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.


სამართალდამცველებმა ნიღბიანი, ცივი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებას აპირებდა.


პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანა, „ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა, შავი ტყავის ხელთათმანები და სამედიცინო პირბადე ამოიღო.


გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის მომზადების (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის 1 ნაწილით) და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016